გუგული მაღრაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომების მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 11:58 | 02.11.2016 ნანახია: 1543
გუგული მაღრაძე, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთაკომიტეტში შემავალი ორი ქვეკომიტეტის - უმცირესობათა უფლებებისა და ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა.
უმცირესობების უფლებათა საკითხების ქვეკომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მან უმცირესობათა უფლებების კუთხით, საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა. მისითქმით, საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს არ აქვს რაიმე შეზღუდვები ქვეყანაში არსებული სიკეთეების მიმართ მისაწვდომობაში.
„ქვეყანაში ფუნქციონირებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ყველა ძირითადი ნაციონალური უმცირესობების ენაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მათ მიეწოდებათსრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენათა შესახებ მათ მშობლიურ ენებზე. გამოდის პრესა, ფუნქციონირებს სახელმწიფო თეატრები ეროვნული უმცირესობების ენაზედა ა.შ", - განაცხადა გუგული მაღრაძემ. გამოსვლისას მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც არაქართველი მოსახელობისათვის ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისსრულყოფილად ცოდნის მიმართულებით არსებობს. მისივე თქმით, ამისთვის ყველა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის დასაუფლებლადგახსნილია უფასო კურსები, სახელმწიფო სამსახურში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის ფუნქციონირებს საჯარო მოხელეთასახელმწიფო სკოლა, სადაც მათ შეუძლიათ ისწავლონ სახელმწიფო ენა და ასევე, მიიღონ შესაბამისი ცოდნა სახელმწიფო მართვის საკითხებზე.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, რომ მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მართალია რატიფიცირებული აქვს ნაციონალური უმცირესობების უფლებების ევროპულიკონვენცია, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აქვს რატიფიცირებული რეგიონალური ენების ქარტია. როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებითმუშაობს აღნიშნულ საკითხებზე.
ევროპის სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის სხდომაზე ძირითადმა მომხსენებელმა, ევროპის სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის წევრმა, ელიანა ჩემლამ აღნიშნა, რომსაქართველოს, ისევე როგორც ევროსაბჭოს მთელ რიგ ქვეყნებს, არ აქვს შესრულებული სოციალური ქარტიის რიგი მუხლების შესაბამისი მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოში არფუნქციონირებს სპეციალური საზედამხედველო ორგანო, რომელიც ქარტიით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახდენს. ასევე, აღინიშნა რომ საკმაოდმაღალია ინდივიდების მიერ თანადაფინასების წილი სამედიცინო მომსახურეობისას.
გუგული მაღრაძე დაეთანხმა მომხსენებელს, რომ ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს რაიმე სპეციალური ორგანო, რომელიც ქარტიით აღებული ვალდებულებების შესრულებასმონიტორინგს გაუწევს, მაგრამ როგორც მან აღნიშნა საქართველოს მთავრობის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მომზადებულია შესაბამისი დოკუმენტი და ამწლის ბოლოსთვის აღნიშნული ორგანო მუშაობას შეუდგება.
მომხსენებლის მიერ გამოთქმულ მეორე შენიშვნას არ დაეთანხმა გუგული მაღრაძე. მან გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ასეთი მონაცემები ოფიციალურდოკუმენტში ასახული, რადგან მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ეს საკითხი მოხსნილია. მომხსენებლის განმარტებით, ყოველ 3 წელიწადში ხდება მონაცემებისაღება და თუ ქვეყანაში ამა თუ იმ მიმართულებით რაიმე გაუმჯობესებაა, თავად ქვეყნები უნდა იყვნენ დაინტერესებული დროულად მიაწოდონ ინფორმაცია არსებულიგაუმჯობესებების შესახებ, რათა ძველი მონაცემები არ აისახოს ოფიციალურ დოკუმენტში.
ქვეკომიტეტის სხდომაზე ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების დაცვის საკითხზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების შრომით უფლებებზე, ასევე, ბავშვთაუფლებების არსებულ მდგომარეობაზე ბავშვების ფიზიკური დასჯის მიმართულებით.
გუგული მაღრაძის თქმით, ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. ამ ვითარების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.კერძოდ, დაწყებულია ახალგაზრდებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიების შესასწავლად ფართო პროგრამის განხორციელება, ხდება პროფესიულიგანათლების ქსელის განახლება და გაფართოება და მათი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. ფართოდ ინერგება დუალური განათლების პრინციპი. სახელმწიფო დაფინანსებით,ახალგაზრდებს შეუძლიათ პროფესიების ათვისება და შესაბამის საწარმოებში დასაქმება.
„რაც შეეხება ბავშვთა მიმართ ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენებას, ამისგან ცხადია, არც საქართველოში ვართ დაზღვეული. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გამკაცრდაკანონმდებლობა. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ ყველა ის დაწესებულება, რომელიც კონტაქტში შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლთან, სასწავლო თუსამედიცინო დაწესებულება, მოვალეა, ამის შესახებ, სათანადო ორგანოებს აცნობოს. აღნიშნულ შემთხვევაში ექიმი კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებისაგანთავისუფლდება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ გამოსვლისას. სხდომაზე დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა გაცილებით წინაა, ვიდრეევროსაბჭოს წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















