ლატვიის პარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას დაუჭირა მხარი
საქართველო, თბილისი - 16:47 | 21.10.2015 ნანახია: 2250
„ლატვია უპირობოდ უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას“ - ნათქვამია „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ“ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიღეს.
ლატვიის საეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ოიარს-ერიკს კალნინში და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლოლიტა ჩიგანე განცხადებაში მიესალმებიან საქართველოს პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას და, ამ კონტექსტში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. განცხადებაში ასევე პოზიტიურადაა შეფასებული ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა.
განცხადებაში საეიმას კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების ქმედებებსაც აფასებენ, კერძოდ, ისინი ცალსახად გმობენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს და 2015 წლის 18 მარტს გაფორმებულ ე. წ. „ხელშეკრულებებს“ და მიუღებლად მიიჩნევენ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსი სამხედროების მიერ სასაზღვრო ნიშნების გადმოწევის ფაქტს, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ემსახურება. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსეთის ფედერაციის აგრესიული საგრეო პოლიტიკა ევროპის უსაფრთხოებასაც აყენებს გამოუსწორებელ ზიანს“.
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 2015 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა და მას ხსენებული კომიტეტებისა და საქართველო-ლატვიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები, საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდიუმის საბჭოს მრჩეველი, საგარეო ურთიერთობების საკითხებში ლატვიის საეიმას სპიკერის მრჩეველი და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
სხდომაში მონაწილეობა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმაც მიიღეს. მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ“ პრეზენტაცია მოაწყვეს და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















