ნინია კაკაბაძე: ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ამ ტელეკომპანიას
საქართველო, თბილისი - 19:18 | 21.10.2015 ნანახია: 2403
ნიკა გვარამიას განცხადებაზე მის მიმართ მუქარის შესახებ კომენტარი გააკეთა ნინია კაკაბაძემ. მან განაცხადა, რომ გვარამიას ღიად საუბარი მის მიმართ მუქარის შესახებ არის „ერთადერთი სწორი იარაღი ამ ბინძური მეთოდის წინააღმდეგ“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწყისი სწორედ იმისა, რომ მომავალში ვეღარ მოახერხებენ ვერავის დაშანტაჟებას პირადი ცხოვრებით. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაიგოს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრება არის მისი პირადი ცხოვრება. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთის უფლებებს დავიცავთ, რა კადრებიც არ უნდა ჰქონდეთ და რაც არ უნდა გვითხრან. პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და თუ ის სხვა ადამიანის უფლებებს არ ლახავს, და სხვას არ ვნებს, არავის საქმე არ არის და ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ კარგად გაიგოს. ეს იქნება უარესი, თუ კი ისინი ამ იარაღს ოდესმე ნიკა გვარამიას, თუ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენებენ,. დასრულდა ეს ეპოქა. საზოგადოება განვითარდა იქამდე, რომ ამას მოჰყვება უკურეაქცია. ამიტომ გეყოთ და დაასრულეთ ამ ბინძური მეთოდებით ბრძოლა.
ახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ ამ ტელეკომპანიას, მის ჟურნალისტებს და ყველა ადამიანს, ვინც აქ მუშაობს. ყველა ზღვარს გადავიდა საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას, რომ ამ მიზანს მიაღწიონ“, - აღნიშნა ნინია კაკაბაძემ.
მან ყველა იმ ადამიანს მოუწოდა ხვალ 22 ოქტომბერს სასამართლოსთან მისვლისკენ, ვინც ფიქრობს, რომ ტელევიზიასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლა არ შეიძლება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















