რჯულის კაციდან მედიატორამდე - მედიაციის ევოლუცია საქართველოში
საქართველო, თბილისი - 13:46 | 10.11.2016 ნანახია: 1702
რჯულის კაცი; მორევი; შუამავალი; ბჭე; მედიატორი; მეცქულარი - ეს ტერმინები ძველ ქართულში გვხვდება და ყველა მათგანი სხვადასხვა კუთხის შუამავლებს, მომრიგებლებს აღნიშნავს.
მათი მთავარი როლი მხარეების დავის მშვიდობიანად მოგვარება და ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანაა. ტრადიციები ძველი სახით მთაში დღესაც შემორჩა, ქალაქმა კი 21-ე საუკუნის შესაბამისი ფორმა არჩია და შუამავლობის ტრადიცია მედიაციის სამსახურის ფორმით ჩამოაყალიბა.
მთის ძველ ტრადიაციასა და ქალაქის ახალ სამსახურს ერთიდაიგივე დანიშნულება აქვს: შუამავალი - მედიატორი მოდავე მხარეებს სწორი კომუნიკაციის წარმართვასა და ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება და ამრიგად ხელს უწყობს მათ მორიგებას.
ევრიკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში მართლმსაჯულების დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართულებაა.
რუსუდან თუშური, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მენეჯერი:
- საქართველოს სასამართლოებში საქმეთა რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. შესაბამისად, მხარისთვის მართლმსაჯულების ეფექტიანად მიღება პრობლემად იქცა. ამ პრობლემის შესამსუბუქებლად ბევრ ქვეყანაში ძალიან ეფექტიანად იყენებენ დავის მოგვარების ალტერნატიულ მექანიზმებს - როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია. მედიაციაში დავის შეთანხმებით დასრულების
შემთხვევაში მხარეები თავიდან იცილებენ სასამართლოში ხანგრძლივი საქმის წარმოებას. არბიტრაჟის შემთხვევაში, საქმე ფაქტობრივად ერთი განხილვის ფარგლებში არსებითად წყდება, მისი გადასინჯვის უფლება კანონმდებლობით არის შეზღუდული. ჩვენი მიზანი საზოგადოებაში ცნობადობისა და დავის მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების მიმართ ნდობის ამაღლება და მედიაციისა და არბიტრაჟის სფეროში მოქმედი სუბიექტების ინსტიტუციონალური გაძლიერება/განვითარება, მათთან თანამშრომლობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესებაა.
იმის გასარკვევად, რა წარსული აქვს მედიაციას საქართველოში და ვართ თუ არა ქართველები მზად დავის მშვიდობიანად მოგვარებისთვის, პროგრამის ფარგლებში, კვლევა ჩატარდა.
სოფო ტყემალაძემ სხვადასხვა წყაროები, ძველი მონაცემები შეისაწვლა და საქართველოს კუთხეების ტრადიციებს ადგილზე გაეცნო.
სოფო ტყემალაძე, მედიატორი, არბიტრი, ასისტენტ პროფესორი:
- ჩვენი კვლევის მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა სად, როდის და რა ფორმით არსებობდა მედიაციის კულტურა საქართველოში. ამისთვის შევისწავლეთ ძველი წყაროები, ისტორიები, რამდენიმე კუთხეში პირადად ჩავედი და შევხვდი სოფლის უხუცესებს. აღმოჩნდა, რომ მედიაციის ტრადიცია უძველესი დროიდან არსებობს საქართველოში და სხვადასხვა მხარეში დამახასიათებელი
ტერმინოლოგიით და ფორმით გამოიხატება. სვანეთში დღესაც არსებობს ეს ინსისტიტუტი და მხარეთა შერიგება სწორედ მედიატორს (სვანურად მორვალი) ევალება. საბოლოოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ქართველებს გვაქვს დავების მშვიდობიანად მოგვარების კულტურა. იმედი მაქვს, მედიაცია, თანამედროვე ფორმით, ჩვენს მოსახლეობაში წარმატებით დამკვიდრდება.
მედიაციის სამსახურის მომავალზე ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს სასამართლოს მედიატორი, ალექსანდრე წულაძე:
-ამ დროისთვის მედიაციის ცენტრებში მიმართვიანობის დონე საკმაოდ დაბალია, თუმცა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მოსარგებლე ადამიანების რიცხვიც გაიზრდება. მთავარია, სწორად მივაწოდოთ მოსახლეობას რას ნიშნავს მედიაცია. სხვადასხვა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე აქტიური მუშაობა და ვფიქრობ, მოსახლეობა ეტაპობრივად დაინახავს მედიაციის უპირატესობას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















