შვედეთის პრემიერის მკვლელობის საქმეს ახალი პროკურორი გამოიძიებს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 16.11.2016
ნანახია: 1387

შვედეთში პრემიერ-მინისტრ ულოფ პალმეს მკვლელობის საქმეს ახალი პროკურორი გამოიძიებს.

პრემიერის მკვლელობა 1986 წლის 28 თებერვალს მოხდა, როდესაც ის ცოლთან ერთად დაცვის გარეშე კინოთეატრიდან სახლში ბრუნდებოდა. უცნობმა პირმა ორჯერ ზურგში ესროლა პალმეს და მიიმალა. დამნაშავის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ხანდაზმულობის ვადა შვედეთში 2010 წლის ივლისში მოიხსნა ამიტომ ულოფ პალმეზე თავდასხმის საქმე არ დახურულა.

გამომძიებლების თქმით, პოლიცია დღემდე იღებს ინფორმაციებს შესაძლო დამნაშავეებისა და თვითმხილველების შესახებ. თუმცა შვედმა პოლიციელებმა აქტუალურ ცხელ კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს.

გამოძიებას ართულებს ისიც, რომ ამ დრომდე ვერ იპოვნეს იარაღი, საიდანაც სროლა განხორციელდა.

გასულ წლებში პალმეს მკვლელობის სხვადასხვა ვერსია ვრცელდებოდა. სავარაუდოდ მკვლელებს შორის ასახელებდნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს. მკვლელობას მემარჯვენე ექსტრემისტების შეთქმულების შედეგად მიიჩნევდნენ, ასევე არსებობვდა ვერსია, რომ თითქოს პალმე შეცდომით მოკლეს.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე