ანა დოლიძემ დისკუსიაში „რეფორმების პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 13:35 | 17.11.2016 ნანახია: 1382
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში" მრგვალიმაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)"ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები და ამ პრობლემებზე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული რეკომენდაციები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურები რეფორმების პროცესში იმყოფებიან და ბევრი საკითხი კვლავაც გასაუმჯობესებელია, რის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს თავისწლიურ გამოსვლებში.
ანა დოლიზის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზება, გაიზარდოს კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, დამკვიდრდეს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ხალხის მიმართ ანგარიშვალდებულების კულტურა.
„ჩვენ ისეთი ისტორიიდან და წარსულიდან მოვდივართ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ ხშირად რეპრესიულიმექანიზმის როლი.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია გარკვეული რეფორმატორული ნაბიჯების განხორციელება, რომლებიც, პირიქით, სამართალდამცავორგანოებს გახდის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივ ნაწილად.
რეფორმები მიმდინარეობს. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, ასევე, დახვეწა მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურები.
მაგრამ, კიდევ არის ნაბიჯები გადასადგმელი. გარკვეული მექანიზმებია შესამუშავებელი იმისათვის, რომ დამკვიდრდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების კულტურა, უფრო დაწვრილებით გაიწეროს მინისტრების და მათი მოადგილეების უფლება-მოვალეობები და მოხდეს გარკვეული უფლებადაცვითი მექანიზმების გაუმჯობესება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















