გამოდით და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2" - ნიკა გვარამია
საქართველო, თბილისი - 13:26 | 21.11.2016 ნანახია: 2025
გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით "რუსთავი 2". ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს წყდება სამი მოსამართლის პირადი და კარიერული ბედი, როგორც საქართველოს მოქალაქეების - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ, საქართველო როგორ გზას აირჩევს. ირჩევა რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. უზენაესი სასამართლოს სამ მოსამართლე ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ როგორ შევლენ ისტორიაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ, რომელიც მთლიანად მართავს პროცესებს.
„დღეს წყდება ხელისუფლების ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“ იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. ამის პირობას ჩვენ არ გაძლევთ. ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ სარედაქციო პოლიტიკას, ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა, ჩვენ ამგვარად გამოვხატავთ მაყურებლის ინტერესს. ასეა უკეთესი ყველა ჩვენგანის შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“-შუ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისა, რასაც აკეთებენ, ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ.
„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ტელემაყურებელს, მხარდამჭერს და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის მომავლის მიმართ - დაიცავით „რუსთავი 2“. თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება, არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება, საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი და შვილების მომავალი, ისე როგორც ეს ბედნიერება გაქვთ დღეს. გამოდით, ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“. ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ეს დღეს ისე შედის თქვენს შესაძლებლობებში, როგორც არასდროს აქამდე. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. დღე, რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. "რუსთავი 2" არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, აქვს კეთილგონიერების იმედი იმ ადამიანების, ვინც გადაყვწვეტილებას მიიღებს სასამართლოში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















