„მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“
საქართველო, თბილისი - 16:09 | 22.11.2016 ნანახია: 1907
თბილისში, მედიაციის დღეები - ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომლის მიზანია მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის, განვითარება საქართველოში და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა.
კონფერენციას ესწრებიან მედიაციის წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსები ექვსი ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და სლოვენიიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ქართველი მედიატორები და სამართლის სფეროს პროფესიონალები, საქართველოს მთავრობის. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„მედიაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, თავად მოდავე მხარეებისათვის, რადგან ამით მათ შეუძლიათ ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული პრობლემები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოების განტვირთვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას ამ სფეროში“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.
კონფერენციის მსვლელობაში შედგება მედიაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტის წარდგენა. ასევე, წარდგენილი იქნება კვლევა „მედიაცია საქართველოში - ტრადიციიდან თანამედროვეობამდე“, რომელშიც განხილულია მედიაციის საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში.
კონფერენციის დასასრულს გაიმართება მასტერკლასი სტუდენტებისათვის.
„მედიაციისა და, ზოგადად, დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების აუცილებლობა ასახულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მედიაციის განვითარების საქმეში ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ კაიდო სირელმა.
თბილისის მედიაციის დღეები ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „მართლმსაჯულება ყველასთვის“.
კონფერენციის ჩატარებას ასევე უწყობს ხელს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) სამართლის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის ჩატარებაში ჩართულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული მოგვარების (ADR) ეროვნულ ცენტრი, საქართველოს სასამართლო მედიატორთა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















