დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები ჩაერთვნენ
საქართველო, თბილისი - 11:06 | 24.11.2016 ნანახია: 1450
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგეტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP), საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) მხარდაჭერით, საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად, დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის - ყავისფერი მარმარა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავებაში ჩაერთვებიან.
პირველ სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო.
„მავნებლის გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმის შემუშავება და ოპერატიულად განხორციელება. აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობა და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მაქსიმალურად ეფექტიანი გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებმა უცხოელ სპეციალისტებს მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ვიზიტის ფარგლებში, ენტომოლოგები დასავლეთ საქართველოს ეწვევიან და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, ქართველი და უცხოელ სპეციალისტები ერთობლივად შეიმუშავებენ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებსა და სამოქმედო გეგმას.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მეთხილეობის დარგის წარმომადგენლები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით დაიგეგმება.
ყავისფერი მარმარა ფაროსანას გავრცელება მიმდინარე წლის ზაფხულში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ის ძირითადად აზიანებს თხილს და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. აქტიურობის პერიოდში 100-ზე მეტი სახეობის მცენარეს ანადგურებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















