კახა კახიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
საქართველო, თბილისი - 17:21 | 24.11.2016 ნანახია: 1438
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულსაკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედუროსაკითხთა და წესების, თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტების გაერთიანებულსხდომაზე სასჯელაღსრულების უწყების სამომავლო გეგმებსა და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.
კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს პენიტენციური სისტემის მიზანი მხოლოდ მსჯავრებულის იზოლაცია არ არის და უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პატიმართა რესოციალიზაციაა. მისი თქმით, პრიორიტეტი ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზნით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, 40-მდე კანონში შევიდა ცვლილებება და მიღებულ იქნა ერთი თვისობრივად ახალი კანონი.
მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლისას ძირითადი ყურადღება უწყებაში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით განხორციელებულ პროექტებს, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაციის პროგრამების, არასაპატიმრო სასჯელთა განვითარებისა და მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებს დაუთმო.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, სახალხო დამცველისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭების საკითხი, რაც უპრეცედენტო სიახლეს წარმოადგენს.
„დასრულდა დრო, როდესაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. გასული 4 წლის მანძილზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამა შევიმუშავეთ. დაწესებულებებში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება და მსჯავრდებულთა დასაქმება. გვაქვს შესაძლებლობა ხელშეკრულებით პატიმრები დავასაქმოთ მცირე სარემონტო სამუშაოებზე, რაშიც ანაზღაურებას მიიღებენ. ავამოქმედეთ სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირდაპირ მათ ანგარიშზე ირიცხება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა იმ სიხალეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დანერგვას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შემდეგ გეგმავს. ცვლილებები მთავრობის წინაშე უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში, მას პარლამენტი განიხილავს. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი სასჯელის აღსრულების სფეროში მრავალი ნოვაციის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა საკითხებს შეეხება, ესენია - უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება; პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯვარდებულთა გათავისუფლების მექანიზმების ცვლილება და სხვა. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, კონკრეტულად, პატიმარ ქალს, რომელიც დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცემა ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატაროს. აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და დედასთან განშორების სტრესის შემცირებას.
კახა კახიშვილმა ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციითა და მათი მხარდაჭერით განხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც თავიანთი უწყებების სამომავლო პროგრამები სხვა მინისტრობის კანდიდატებმაც წარადგინეს, კახა კახიშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებას შეეხებოდა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთადა წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















