,,თავისუფალი დემოკრატები" ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებენ
საქართველო, თბილისი - 18:40 | 24.11.2016 ნანახია: 1548
თავისუფალი დემოკრატები" საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომელიც პარტიების დაფინანსებას შეეხება. "თავისუფალმა დემოკრატებმა" სარჩელი უკვე შეიტანეს საქალაქო სასამართლოში. მათ იურიდიულ დახმარებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. პარტიის მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს ცესკო-ს მიერ გამოცემული განკარგულება და მოხდეს ახალი განკარგულების გამოცემა, სადაც გასწორებული იქნება პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" დაფინანსების საკითხი.
"ეს საქმე დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ცალსახად ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ოცდამეათე მუხლის მეოთხე და მერვე ნაწილებს.
პარტია "მრეწველებისათვის" არ შეიძლებოდა ამ დაფინანსების მინიჭება წლიური 300 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ეს დაფინანსება ეკუთვნის იმ პარტიას, რომლის წევრიც გახდა პარლამენტის წევრი და რომელმაც შექმნა ფრაქცია პარლამენტში. ამ მოცემულობებს არ აკმაყოფილებს პარტია მრეწველები, მისი წევრი არ გახლდათ ბატონი ნოზაძე, ის იყო ბლოკის უპარტიო წარმომადგენელი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
მისივე თქმით, მრეწველებისთვის დაფინანსების მინიჭება ასევე ეწინააღმდეგება მერვე მუხლს, რომელიც გამორიცხავს შეკრებას, რაც ამ შემთხვევაში მოხდა და მრეწველებს შეუკრიბეს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მიღებული 236 000 და ეს 300 000 ლარი. შავგულიძის განმარტებით, ეს შეკრებაც უკანონო იყო.
"ამ ორი უკანონო მოქმედების შედეგად, ხელოვნურად "მრეწველების" დაფინანსება გახდა 24 000-ით მეტი, ვიდრე ჩვენი და შესაბამისად, ჩვენ დავკარგეთ ცესკო-ში კომისიის წევრების ყოლის უფლება და შეიძინეს მრეწველებმა. სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" საპარლამენტო არჩვენებში მოვიპოვეთ ხმათა 4,63 % , მრეწველებმა ბლოკში მოიპოვეს 0,78%. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას.
ეს ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, "ქართული ოცნების" მიზანს, რომ სრულად გააკონტროლოს საარჩევნო კომისიები, ვინაიდან ამ მანიპულაციებით მოხდება ის, რომ "ქართული ოცნება" შეიყვანს მისგან კონტროლირებად კომისიის წევრებს და ეს არ არის "თავისუფალი დემოკრატების" პრობლემა, ეს არის ჩვენი დემორკატიის პრობლემა. რისთვის სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას ასეთი კონტროლი, პასუხი ერთია - თუ დასჭირდება, რომ გააყალბოს არჩევნები, კომისიის წევრებმა თვალი უნდა დახუჭონ." - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















