„ეს არარეიტინგული პროექტი იყო“ - რატომ აღმოჩნდა ნატა გულიაშვილი „იმედის“ სამიზნე?!
საქართველო, თბილისი - 16:18 | 26.11.2016 ნანახია: 10084
მსახიობ ნატა გულიაშვილის მიერ შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ მან ნინო ქათამაძის სიმღერაზე „ქუჩაში ერთხელ“ იცეკვა. როგორც ნატამ განაცხადა, მან ეს ცეკვა, ერთ კვირაში დამოუკიდებლად დადგა, თუმცა დიდი მცდელობის და მონდომების მიუხედავად, ნატა მეორე ტურში ვერ გადავიდა.
მსახიობმა უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ პროექტის მეორე ტურში ნათია რთვეულიაშვილმა (ჟიურის ერთ-ერთი წევრი) არ გადაიყვანა. ნატას გამოსვლამ სოციალური ქსელი აალაპარაკა და თინეიჯერებმა ვიდეორგოლებიც გადაიღეს. საზოგადოების ნაწილმა აგრესია გამოხატა, რაც ქართველებს კარგად გამოგსვდის, ნაწილმაც კი პოზიტიურად შეაფასა. ვიდეორგოლს თავად მომღერალი ნინო ქათამაძეც გამოეხმაურა და ერთ-ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ სიგიჟეევი ძალიან მოსწონს.
რა მოხდა და რა იყო სინამდვილეში, რატომ გადაწყვიტა ნატამ პროექტში მონაწილეობის მიღება, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე, ნატა გულიაშვილი „პრაიმნიუსჯორჯიას“ ესაუბრება:
ყველაფერი ასე დაიწყო: „იმედის“ პროდიუსერები მირეკავდნენ და მთხოვდნენ, ქასთინგზე მივსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ცეკვა არ მქონდა დადგმული, მაინც წავედი შიდა შესარჩევ ქასთინგზე, სადაც პროდიუსერები და უკრაინელი ქორეოგრაფი იმყოფებოდნენ. ცეკვა, რომელიც ქასთინგზე ვიცეკვე, მოეწონათ და მითხრეს, კარგი პლასტიკა გაქვსო. შემდეგ, უკრაინელმა ქორეოგრაფმა დაწვრილებით გამომკითხა, სად ვმუშაობდი და რას ვსაქმიანობდი. პროდიუსერებმა მას ჩემი თავი გააცნეს და აუხსნეს, რომ პირველი რეალითი შოუს მონაწილე ვიყავი და ამჟამად კარაოკეში წამყვანად ვმუშაობდი. უკრაინელმა ქორეოგრაფმა მითხრა, ჩვენ ერთად ბევრ კარგ ნომერს გავაკეთებთო. მისმა სიტყვებმა დიდი სტიმული მომცა, თუმცა ძალიან ვნერვიულობდი და ბოლომდე მაინც არ მქონდა გადაწყვეტილი, მივიღებდი თუ არა პროექტში მონაწილეობას, მაგრამ ისინი ყველანაირად შეეცადნენ ჩემს დათანხმებას.
- თქვენ ხომ იცოდით თქვენი შესაძლებლობები, თუ რა დონეზე შეგეძლოთ ცეკვა?
- ყველანაირად სცადეს ცეკვაზე დავთანხმებულიყავი. ვყოყმანობდი და დუტამ მითხრა, რა განერვიულებს, კამერების გეშინია თუ ცეკვისო? ვუპასუხე - კამერების ნამდვილად არ მეშინია მაგრამ, ცეკვის _ კი-მეთქი, რადგან ერთ კვირაში დავდგი ყველაფერი. დუტამ დამამშვიდა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ხუთ დღეში დგამდნენ ცეკვას. დუტას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, შოუს პროდიუსერები, სავარაუდოდ, მას სთხოვდნენ ჩემს დათანხმებას და ასეც მოხდა. თუმცა კი დუტასგან ის მეწყინა, რომ ჩემს ცეკვაზე კომენტარი საერთოდ არ გააკეთა, უფრო სწორედ, ნათიამ (ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა) არ მისცა მას კომენტარის გაკეთების საშუალება და საცოდავად, თავდახრილი იჯდა. სალომე ჭაჭუამაც, ის იყო, დაიწყო კარგი კომენტარის გაკეთება, რომ ნათიამ მაშინვე გადახედა და უთხრა, არაო. ისე გააქნია თავი უარის ნიშნად, რომ ეს მარტო მე კი არა, მთელმა დარბაზმა დაინახა. თვითონ ნათია რთველიაშვილმა დაარღვია პროექტის წესები.
- საზოგადოებამ საკმად მკაცრად შეგაფასათ...
- გადაცემის პროდიუსერებმა ისე საოცრად დაამონტაჟეს ჩემი ცეკვა, რომ თავიდანვე გათვლილი ჰქონდათ თითოეული დეტალი და ზუსტად იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ხალხის საქილიკო თემად გადაიქეოდა. თავიდან ძალიან არარეიტინგული პროექტი იყო და ვიღაცის ხარჯზე უნდოდათ გაპიარება, მათი სამიზნე კი მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი აღმოვჩნდით. აი, ასეთი პროდიუსერები ჰყავს ამ გადაცემას. სხვისი ნერვების ფასად ქმნიან „მაგარ შოუს“.
- დეპრესია...
- ძალიან გამამწარეს. ამ ყველაფერმა ჩემზე საოცრად იმოქმედა და დეპრესიაში ჩავვარდი. შინაგანად ძალიან ძლიერი ვარ და ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო, ჩემი სამსახურიც შესანიშნავ შანსს მაძლევს, რომ არ მოვდუნდე, დეპრესიაში არ გადავვარდე და ჩვეულებრივად დავუბრუნდე აქტიურ ცხოვრებას.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















