საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს მიესალმება
საქართველო, თბილისი - 15:50 | 29.11.2016 ნანახია: 1563
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს, რომელიც ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პირველად გამოიცა სახელწოდებით - ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ, კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით.
ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. გამოქვეყნებული ანგარიში ეყრდნობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს როლს რეგიონში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“. წარმატებული თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტერორიზმისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა.
დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისმხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულ თანხვედრაშია 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს განსაზღვრავს საერთო ფასეულობები, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს. ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და გააძლიერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე; დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმები, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას,პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგბრძოლის კუთხით. საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება, რომლებიც მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა; ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია საზღვრის მართვა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტებთან. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის, საგადასახადო სფეროს, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმის, ტრანსპორტის დარგებში; ხაზგასმულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე მიერთების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტი; უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მაქსიმალურად დააახლოებს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ყურადღებით ეკიდება თითოეულ სფეროში გასატარებელ შემდგომ სამუშაოს, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, მათ შორის, გააგრძელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში მიღებული კანონების აღსრულებას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ძირითადი ინსტიტუტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოში რეფორმების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თუ ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ასოცირების ახალი დღის წესრიგზე, რომლით განსაზღვრული პოლიტიკური პრიორიტეტები საფუძვლად დაედება საქართველოსთვის 2017-2020 წწ. გამიზნული დახმარების დაგეგმვას.
მოხსენება საუბრობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის პოზიტიურ გავლენაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდაზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 16% შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი, რომელიც რეგიონში არსებული არასახარბიელო ფონის მიუხედავად, განაგრძობს გაუმჯობესებას. საქართველოში ძირითადად შენარჩუნებულ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა და დადებითი ზრდაც კი დაფიქსირდა (+2,8% 2015 წელს).
მიღწეული პროგრესი მტკიცე საფუძველს ქმნის შემდგომი წარმატებებისთვის, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესშია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი სრულად გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















