გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 17:01 | 30.11.2016 ნანახია: 1487
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი– აღნიშნული თემების განსახილველად საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან გამართა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად საკითხებზე იმსჯელეს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის განსახორციელებლად დელეგაციის გამოგზავნისთვის.
პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა განუხრელად ახორციელებს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. მხარეთა შეფასებით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რათა წარმატებით დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი.
საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული რეფომების, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის ეფექტიანად გატარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების თემები და არსებული გამოწვევები, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მარტინ შულცს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროპარლამენტის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული თანადგომისთვის.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















