პირველმა ლედიმ კონფერენციაში „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის" მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 18:30 | 01.12.2016 ნანახია: 1468
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს „ბავშვთა ადრეული განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის" მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
რეგიონული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" და ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია არიან მიზნად ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებით მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და არსებული მომსახურების მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავს.
საქართველოს პირველმა ლედიმ ღინისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განვითარების შეფერხების, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ყველა ბავშვისათვის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე წელია დიდი ინტერესით და მონდომებით ვსწავლობ ამ თემის განვითრებას, თვალყურს ვადევნებ სიახლეებს და ვეცნობი პრობლემებს, რადგან ბავშვთა ადრეული განვითრება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი და მიღწევები გვაქვს და მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურება ამ საქმეს.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პროგრესი, ისევ რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია - პირველ რიგში, პროგრამის ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის.
ამ პრობლემის მოგვარებას - საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობა სჭირდება.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის მხარდამჭერებს გაწეული შრომისთვის და ზუსტი და დროული აქცენტისთვის.
მიგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, როცა აღარ ვიქნები პირველი ლედი, მაშინ კიდევ უფრო მეტი დრო მექნება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთო კონკრეტულად ამ პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია დღეს გაიხსნა და მასში მონაწილე ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოდან, ასევე ამერიკიდან, იტალიიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამასა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















