ფასანაურთან ჩარჩენილია 300-მდე ავტომობილი - არსებული ინფორმაციით არიან გარდაცვლილებიც
საქართველო, თბილისი - 16:05 | 08.12.2016 ნანახია: 1731
ფასანაურთან ჩარჩენილი 300-მდე ტრაილერისა და სავარაუდოდ 3 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. ტელეკომოანიის ინფორმაციით, ფასანაურთან საკვების, ფულის და საწვავის გარეშე ჩარჩენილი მძღოლები და მგზავრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით ადგილზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძიმე პირობების გამო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლიც გარდაიცვალა.
„300-მდე მანქანა მეათე დღეა გაჭედილია, არც საკვები გავქვს და ფულიც გვითავდება. ადგილობრივები პროდუქტს ძალიან ძვირად ყიდიან. პოლიცია არ გვიშვებს იმიტომ რომ გზები არაა გაწმენდილი. მანქანები ორივე მიმართულებით მოძრაობს ჩვენ კი მეათე დღეა არ ვიძვრებით. როგორც ამბობენ 3 ადამიანი გარდაიცვალა აქედან 1 გულის შეტევით,“- აცხადებს ერთ-ერთი მძროლი ალექსანდრ მაქსიმოვი.
სოფელ ნადიბანთან არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. ის რუსეთის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ასეთი მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ჩვენი ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში წმინდავს. სატვირთო ავტომობილები და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება. გამომდინარე იქიდან რომ მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის შეუძლებელია იქ ასვლა და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი იქ დაშვება, პატრული მათ არ ატარებს,“-აცხადებს სეთურიძე.
გიორგი სეთურიძე გარდაცვალების ფაქტსაც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მძღოლი გარდაიცვალა გულის შეტევით, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო და ის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















