საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველო, თბილისი - 20:33 | 12.12.2016 ნანახია: 1597
საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, იაპონელ ხალხს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაული - იმპერატორის დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნის კავშირებზე ისაუბრა.
„საქართველოს და იაპონიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციების მიმართ ერთგულება აერთიანებთ.თანამედროვე ეპოქაში, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ფუნდამენტური ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ყოველწლიურად, სწორედ აღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით ვითარდება. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, იაპონია და საქართველო ერთგულ პარტნიორებს წარმოადგენენ. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც იაპონიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აქვს. დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო პოტენციალი, ასევე, მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, არსებული თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
„2017 წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილეს. ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად, დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებებისა, როგორც საქართველოში, ასევე - იაპონიაში. დარწმუნებული ვარ, 2017 წელს ჩვენ განვახორციელებთ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში. მომავალი წელი განსაკუთრებული უნდა გახდეს ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტოშიო კაიტანის, რომელსაც, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, აქტიური წვლილი შეაქვს ორი მეგობარი ერის უფრო მეტად დაახლოების პროცესში.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს-იაპონიის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება, ორი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მიზნებისთვის.
საქართველო-იაპონიის მეგობრობასა და საერთო ფასეულობებზე ისაუბრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
„იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან. გვინდა, მოგილოცოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და ახალი მთავრობისა და პარლამენტის ფორმირება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობები პროგრესირებს ევროკავშირთან, განსაკუთრებით სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში, ნატოსთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.
დიპლომატმა, იაპონიის იმპერატორის სახელით, საქართველოსა და ქართველ ხალხს კეთილდღეობა და ორი ქვეყნის მეგობრობის გაძლიერება უსურვა.
სადღესასწაულო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















