გიორგი გახარია უსინათლოთა და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის განკუთვნილი საინფორმაციო ცენტრის გახსნას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 15:21 | 13.12.2016 ნანახია: 1504
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იხსნება პირველი დაწესებულება, რომელიც უნდა გახდეს მიზიდულობის წერტილი უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შეძლებენ ინფორმაციასთან წვდომას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში ინტერნეტსერვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის პირველი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.
„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი საინფორმაციო ცენტრები საქართველოში ბევრი გაიხსნება. ეს არის ცენტრი, სადაც უსინათლოთათვის და სუსტად მხედველი ადამიანებისთვის იქნება სპეციალურად მოწყობილი ზონები, სპეციალური ტექნიკა, სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები და ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ადამიანების პროცესში ჩართულობა, მათი ინფორმირებულობის დონე, ინტერნეტთან წვდომის ხარისხი იქნება მარტივი და ისეთივე, როგორიც არის ყველა ჩვენთაგანისთვის. მე მინდა ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულ ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრის გახსნის პროექტი კორეის რესპუბლიკამ 224.463 აშშ დოლარით დაფინანსა. ცენტრის გახსნისას ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრის ცერემონიაში გიორგი გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა (NIA) სუ ბიუნგ ჯომ. ღონისძიებას ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც გიორგი გახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, გაიზარდოს ფიზიკური პირებისა და კომპანიების ჩართულობა ქვეყნის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ინტერნეტის საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება თითოეული სოფლის ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულობა და ასევე განათლების ხარისხი. ის, რომ დღეს მსგავსი ღონისძიება ხორციელდება და მსგავსი მექანიზმები იქნება ბიბლიოთეკის შენობაში, არის ძალზედ სიმბოლური, რადგან ეს არის ტრადიციული ფორმების უფრო თანამედროვე ფორმებზე გადაყვანის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი გზა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ინფორმაციასთან წვდომის ცენტრი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს (National Information Society Agency – NIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაიხსნა. პროექტი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის აქტიური მხარდაჭერითა და ინიცირებით ხორციელდება.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს მდგრადი განვითარება და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. დაწყებულია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესაბამისად ინტერნეტში ჩაერთვება საქართველოს დასახლებული პუნქტები, სადაც დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე წვდომა შეუძლებელია.
სახელმწიფო ასევე ახორციელებს საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირებას ბიბლიოთეკების ბაზაზე. ამ პროექტის მიზანია, საზოგადოებას ინფრასტრუქტურასთან ერთად წვდომა ჰქონდეს ცოდნაზე, ნებისმიერმა მოქალაქემ როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში, შეძლოს მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით საკუთარი იდეების ბიზნესიდეად გარდაქმნა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















