პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე - ეკა მიშველაძე

საქართველო, თბილისი - 15:44 | 13.12.2016
ნანახია: 1680

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი  ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე,- ასე უპასუხა ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟუნრალისტის კითხვას - პრეზიდენტი ბიუჯეტის შეკვეცას ხომ არ აპირებს?

ეკა მიშველაძის განმარტებით, ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროებაა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არის ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე. ოპტიმიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და იმ უწყებებში, სადაც ამის საჭიროება და აუცილებლობა არსებობს. აქ კი ყველა თანამშრომელი ასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას“,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე