ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:33 | 23.10.2015 ნანახია: 2926
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“-ის ღია კარის დღე გაიმართა. წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. სწავლების ხელმძღვანელობამ მოწვეულ სტუმრებს „დიდგორი 2015“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.
თავდაცვის მინისტრმა წვრთნების მიმდინარეობა შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის სწავლება, როდესაც უწყებათაშორისი ფორმატიცაა შემოტანილი. ერთია უშუალოდ სამხედრო სწავლება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ძალიან ხშირად ატარებს, მაგრამ მეორეა, როდესაც რეალურად ხდება მთლიანი სისტემის გათამაშება, დაწყებული ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლიდან, დამთავრებული რიგითი ჯარისკაცით. ასეთი სწავლებები უფრო საინტერესო იქნება, თუ ყოველწლიურად ჩატარდება და ინტენსიურ ფაზაში გადავა. შესაძლებელია სწორედ მსგავსი უწყებათშორისი ფორმატის გაძლიერებისთვის ცალკე ციკლი შემოვიტანოთ მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელების დონეზე სწავლების ჩასატარებლად. დღეს დავალება მივეცი გენერალური შტაბის შესაბამის სამსახურებს, რომ შემდგომი სწავლებებისთვის ფორმატი, გეგმა და სცენარი მოგვიმზადონ იმ თემებზე, რომელიც შედარებით უფრო სუსტ მხარეებად გამოიკვეთა. ერთიან მოდელზე უშიშროების საბჭოსა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან ერთად კონსულტაციით შევთანხმდებით და შევჯერდებით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო სწავლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანების აზრი, ვინც სხვადასხვა წლებში მონაწილეობდნენ და შედარების საშუალება აქვთ. პრაქტიკულად სამინისტროს ყველა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თვისობრივად ახალ ეტაპზეა გადასული, როგორც მომზადების ხარისხი, ასევე დაგეგმარება. იმედია, ყოველ ჯერზე უფრო მეტად დავხვეწთ და უფრო ნაკლები შეცდომები და პრობლემები იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძეც გაეცნო. სპეციალური ბრიფინგების მოსმენის შემდეგ სტუმრებმა „დიდგორი 2015“-ის საველე ბანაკი და სხვადასხვა სასწავლო უბანი მოინახულეს. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დღესვე ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" სასადილო დაათალიერა და სამხედროებთან ერთად ისადილა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ დასკვნით ფაზაშია გადასული. წვრთნა უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.
სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. ასევე სრულდება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებიან.
„დიდგორი 2015-ის“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. წვრთნებში აქტიურად მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















