სხვადასხვა ქვეყნის უცნაური საახალწლო ტრადიციები
საქართველო, თბილისი - 13:48 | 19.12.2016 ნანახია: 2135
ახალი წლის დახვედრას რომ მთელ წელიწადზე ექნება ზეგავლენა, ბევრ ქვეყანაში სჯერათ და ყველა თავისებური ენთუზიაზმით ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო დაიბედოს. ამისათვის კი, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან უცნაურ რიტუალებს ასრულებენ.
მაგალითად, კოლუმბიელები ცარიელ ჩემოდნებს დაათრევენ ქალაქში და სჯერათ, რომ ამ წელს ბევრს იმოგზაურებენ.
სამხრეთ აფრიკელები ახალ წელს ძველ ელექტრომოწყობილობებს პირდაპირ ფანჯრიდან ყრიან.
იაპონიაში ადგილობრივ ტაძარში იმ ცხოველის კოსტიუმით მიდიან, რომლის წელიც მოდის, სადაც ზარები ზუსტად 108-ჯერ რეკავენ.
დანიაში ძველი ჭურჭლის გაჩანაგებით იწყებენ წელს. ჭიქებს, თეფშებს მეგობრებისა და ნათესავების სახლებს ესვრიან. გარდა ამასა, ზუსტად 12 საათზე სკამებზე დგებიან და ხტებიან. მათ სჯერათ, რომ ეს ნახტომი ახალ წელში ნახტომია. ისინი ავ სულებს აფრთხობენ და იღბალს იზიდავენ.
ესპანელები შუაღამისას წამზომიან საათთან სხდებიან და 12 მარცვალ ყურძენს ჭამენ, თითო მარცვალს წამში. ეს მარცვლები მომავალი წლის იღბლიანი თვეების სიმბოლოა. მადრიდში, ბარსელონასა და სხვა ესპანურ ქალაქებში, ხალხი საგანგებოდ იკრიბება ცენტრალურ მოედნებზე, რათა ეს ყურძნისყლაპვის ცერემონიალი ერთად ჩაატაროს.
ფინური ტრადიციის მიხედვით, წყალში ჩასხმულ გამდნარ კალას, მომავალი წლის წინასწარმეტყველება შეუძლია, იმის მიხედვით, თუ რა ფორმას მიიღებს მეტალი გამაგრების შემდეგ. გულის ფორმა ქორწინების მომასწავებელია, გემის ფორმა მოგზაურობას ნიშნავს, ღორი კიდევ ბევრ საკვებს გვპირდება.
პანამელები კოცონში წვავენ ცნობილი ადამიანების სურათებს, პოლიტიკური ფიგურებიდან დაწყებული სატელევიზიო შოუების პერსონაჟებით დამთავრებული. მათ სჯერათ, რომ ეს ფოტოები ძველ წელს წარმოადგენს, მათი მსხვერპლად შეწირვა კი ავ სულებს განდევნის და ცინცხალი ახალი წლის დასაწყისის სიმბოლო გახდება.
შოტლანდიელები ჩვენსავით ,,კარგი ფეხის“ იმედად არიან. ადამიანმა, ვინც პირველი გადმოკვეთს სახლის ზღურბლს, საჩუქარი უნდა მოიტანოს (ყველაზე მიღებულია ვისკი). საკმაოდ გავრცელებულია კოცონის დანთების ცერემონიალიც, რომელიც ძალიან განსაკუთრებულ ფორმას იღებს სტოუნჰეივენში. ადგილობრივები თავზემოთ ცეცხლმოკიდებული ჩირაღდნების ტრიალით აღლუმს აწყობენ. ცეცხლის ბურთები მზის სიმბოლოდ მიიჩნევა და მომავალ წელს წმენდს.
ფილიპინებში მრგვალი ფორმები (მონეტის ფორმა) კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს და ამიტომ ოჯახებში საახალწლო სუფრას მრგვალ-მრგვალი ხილის უზარმაზარი ასორტიმენტი ამშვენებს. ბევრი მათგანი კიდევ უფრო წვრილმანდება და ზუსტად შუაღამეზე ზუსტად 12 ხილს მიირთმევს. სხვები კიდევ კოპლებიან ტანსაცმელში ეწყობიან.
ბელარუსიში დაუქორწინებელი ქალები მომავალი წლის პატარძლის გამოსაცნობად სხვადასხვა თამაშს თამაშობენ. ერთ-ერთი ასეთი თამაშის მიხედვით, ყველა ქალს წინ უყრიან სიმინდის მარცვლებს და რომელ მათგანთანაც მამალი პირველი მივა, ამბობენ, რომ ის ქალი პირველი გათხოვდება. მეორე თამაშში – უკვე დაქორწინებული ქალი სახლში სხვადასხვა ნივთებს მალავს და მერე დაუქორწინებელი ქალები ამ ნივთებს ეძებენ. იმას, ვინც პურს იპოვის მდიდარი ქმარი ეყოლება, ვინც ბეჭედს – სიმპატიური და ა.შ.
ესტონელებს ადრე ასეთი ტრადიცია ჰქონდათ: ახალი წლის დღეს 7-ჯერ უნდა ეჭამათ, რათა ამ წელს გარანტირებული ჰქონოდათ საკვები. მათ სჯეროდათ, რომ თუკი მამაკაცი 7-ჯერ შეჭამდა 7 ადამიანის ძალა ექნებოდა. თანამედროვე ესტონეთში, განსაკუთრებით კი ტალინში, საჭმელს ალკოჰოლიც დაემატა.
ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილიაში, ბოლივიასა და ვენესუელაში საახალწლოდ განსაკუთრებულ საცვლებში ეწყობიან. მაღაზიები სხვადასხვა ფერის საცვლებით ივსება. ყველაზე პოპულარული წითელი და ყვითელი ფერებია, რადგან ისინი სიყვარულისა და ფულის სიმბოლოდ მიიჩნევა.
რაც შეეხება ქართულ საახალწლო ტრადიციებს, ყველა კუთხე, გარკვეულ წილად განსხვავებული რიტუალით გამოირჩევა. თუმცა, ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















