თურქეთისა და საქართველოს მიზანია, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 17:22 | 20.12.2016 ნანახია: 1544
საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თურქეთთან ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათისაა.
"საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა უკვე მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით. მნიშვნელოვანია, თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, აგრეთვე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში. მოხარული ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო „ევრაზიის გვირაბის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას და ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის. თურქეთისა და საქართველოს მიზანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ახალი აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მის განვითარებაში. საქართველო ძალიან ძლიერად არის დაინტერესებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები თურქეთთან პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს წარმატებული ურთიერთობა ერთობლივი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.
"ჩემს უფროს მეგობართან, ბინალი ილდირიმთან მაკავშირებს ოთხწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებიდან და ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ერთად. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო დიდი პროგრესი ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის საქმეში. ეს პროექტი უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მან უახლოეს მომავალში დაიწყოს ფუნქციონირება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვანი განსახიერება გახლავთ იმ სამმხრივი თანამშრომლობისა, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის, რომელსაც ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასევე, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საქართველოს გავლით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















