მსოფლიო რუკაზე საქართველოს 22 ფაბლაბი გამოჩნდა
საქართველო, თბილისი - 11:20 | 28.12.2016 ნანახია: 1560
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში არსებული 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია მსოფლიოს ფაბლაბების რუკაზე გამოჩნდა, რომელიც მსოფლიოში არსებულ 1000-ზე მეტ ლაბორატორიას შორის ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალებაა. საქართველო რეგიონის მასშტაბით პირველი ქვეყანაა, რომელმაც გლობალურ რუკაზე 22 ფაბლაბი მონიშნა.
2016 წლის მონაცემებით საქართველო ფაბლაბების რაოდენობის მიხედვით მე-11 ადგილს იკავებს მსოფლიო ფაბლაბების რუკაზე. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვეიცარია, პორტუგალია, პოლონეთი, იაპონია, ჩინეთი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო რუკაზე დარეგისტრირებული ფაბლაბების შერჩევისა და რუკაზე მონიშვნის კომისიის წევრებს შორისაც იკავებს ადგილს.
,,გასულ წელს FAB11-ის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველო დასახელდა მსოფლიოში პირველ ფაბლაბების ქვეყნად, ამ სტატუსის მატარებელ ქვეყანას აქვს საშუალება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის უნიკალური მოდელი გამოიყენოს. აღნიშნული წინსვლა უფრო მეტად ამყარებს ამ კონცეფციაში ჩვენს აქტიურ მონაწილეობას, რაც ზრდის პერსპექტივებს მომავალი განვითარების კუთხით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების მიმართულებით მუშაობას, რაც აუცილებლად აისახება სფეროს წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე."- აცხადებს ფაბლაბების ქსელის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბის პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ თბილისის მერიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოახდინა 21 ლაბორატორიის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტროს დაფინანსებით სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში 14-მდე ფაბლაბი ერთდროულად გაიხსნება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში.
ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება, ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ის ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე, ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა, მომავლის პროფესიების ფორმირება და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.
დღეს ქვეყანაში ფაბლაბების რაოდენობის გადანაწილება ასეთია:
თბილისი - 9
ბათუმი - 2
ქუთაისი - 2
მესტია - 1
გურჯაანი - 1
ახალციხე - 1
ქობულეთი - 1
წალენჯიხა - 1
ფოთი - 1
ამბროლაური - 1
რუსთავი - 1
ზუგდიდი - 1
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















