ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 19:16 | 24.10.2015 ნანახია: 2238
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგი დარწმუნებულია, რომ გიორგი მარგველაშვილი არ უგულებელყოფს მის მოთხოვნას და ისევე შეხვდება მას, როგორც შეხვდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„მივესალმები, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩაერთო რუსთავი 2–თან დაკავშირებული დავის საკითხში და მოკლე დროში რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვდა დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს - ძირითადად, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ძირითადად, ერთკაციან პარტიებს, და პრაქტიკულად დავის მხარეს – ნაციონალურ მოძრაობას. მე ველოდი, რომ პრეზიდენტი, როგორც მიუკერძოებელი არბიტრი ჩვენს ქვეყანაში, შეხვედრაზე მიმიწვევდა ასევე მეც. ამ წუთამდე ჩემი მოლოდინი არ გამართლებულა. მარგველაშვილისგან შეხვედრაზე მიპატიჟება არ მიმიღია.
ამიტომ, იძულებული ვარ, საჯარო მიმართვით მოვითხოვო მასთან შეხვედრა, როგორც საკითხში ჩართულ და საკითხით დაინტერესებულ უმაღლესი თანამდებობის პირთან.
შეხვდრისას მე მას აღვუწერ საკითხის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. მოკრძალებით ვეტყვი, რომ სასამართლოსთვის მისი მოწოდება – „არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, არის ზეწოლის ერთგვარი გამოვლინება, რაც დაუშვებელია.
ასევე ვეტყვი, რომ მისი მოსაზრება, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები“, გამომდინარეობს სწორედ საქმეში ჩართული მოპასუხე მხარის, – ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის, ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის პირდაპირი პოლიტიკური ინტერესებიდან და საერთო არაფერი აქვს დავის ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოვუყვები რუსთავი 2–ის საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, ასევე მოვუყვები, თუ რატომ და როგორ გადამიწვეს და გამინადგურეს საკუთრება, წამართვეს ქონება, დამიპატიმრეს და დევნიდნენ ჩემი ოჯახის წევრებს და ახლობლებს, როგორ მაიძულეს თავის გადასარჩენად სამშობლოდან უცხოეთში გადავხვეწილიყავი.
იმედი მაქვს ასევე, რომ პრეზიდენტი რეალურად არის დაჩაგრულთა და დაზარალებულთა უფლებადამცველი და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ამოცანების ფაქტობრივი აღმასრულებელი.
მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტს, უბრალოდ დღემდე დრო არ ეყო, რომ ჩვენს მხარეს შეხვედროდა და რომ ამ მიმართვას იგი აუცილებლად გამოეხმაურება.
სხვა შემთხვევას არც ვუშვებ, რადგან სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ პრეზიდენტი მიკერძოებულია და მისთვის ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე ჩვენი და ათასობით ჩვენს მდგომარეობაში მყოფის სიმართლე და წართმეული საკუთრების დაბრუნებაზე ჩვენი კანონიერი მოთხოვნები. სწორედ მისი საარჩევნო დაპირებების გამო ავირჩიეთ ბატონი მარგველაშვილი პრეზიდენტად და არა სააკაშვილის ადვოკატობისთვის და მისი ინტერესების დასაცავად.
აქსიომაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პრეზიდენტი არ უნდა იყოს მიკერძოებული და პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ხვდებოდეს მხოლოდ ერთ მხარეს.
დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი, სააკაშვილისა და ძმებ ყარამანაშვილების მსგავსად, არ უგულებელყოფს ჩემს ლეგიტიმურ მოთხოვნას და შემხვდება მეც, როგორც შეხვდა ჩემთან მოდავე სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ვფიქრობ, ამ ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ სამართლიანობის მხარეს დადგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















