გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს - გიორგი მარგველაშილი
საქართველო, თბილისი - 15:00 | 09.01.2017 ნანახია: 1500
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გულისტკივილი და შეშფოთება გამოხატა ისრაელში, გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვაწერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისრაელის პრეზიდენტის მიმართ.
ჩვენთან სტუმრად არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ერის ლიდერი, რომლის დამოკიდებულებაც გამოხატულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან.
ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის; ჩვენს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კი, წელს 25 წელი უსრულდება.
მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის; მთელი ჩვენისახელმწიფოებრიობის 25 წლის განმავლობაში ჩვენი ებრაელი მეგობრები ჩვენ გვერდით იდგნენ.
მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში.
ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე.
ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, ტერორიზმის პრობლემის ეფექტურგადაწყვეტამდე მიგვიყვნს, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ასევე, იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია და, რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ.
ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამურთიერთობების გასაღრმავებლად;
გვაქვს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმთან მიმართებაშიც. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსა და ისრაელს შორის, ბიზნესმენთა უფროაქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას, რაც ნამდვილად დიდ შესაძლებლობას შეიცავს.
პატივცემულ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და შესაძლებლობები გავაცანით, რომელიც ჩვენსა და ისრაელს შორის ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროებშითანამშრომლობის საფუძველს ქმნის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა, რომლის წინაპირობებიც არსებობს, უახლოეს მომავალში გაღრმავდება.
კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციით დატვირთული ვიზიტი;
გვიხარია, რომ ასე კარგად დაიწყო ჩვენთვის 2017 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს იმ ისტორიულთანამშრომლობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და სიძულვილის ნებისმიერ ფორმას, ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















