საქართველოს პრეზიდენტმა NATO-ს კვირეული გახსნა
საქართველო, თბილისი - 10:38 | 26.10.2015 ნანახია: 2518
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილ წვლილსა და NATO-ს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მიხარია, რომ დღეს ჩვენ თბილისში ვხსნით NATO-ს კვირეულს, უკვე ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც სწორედ ასე მრავალფეროვნად, მრავალი დროშის თანდასწრებით, როგორც ზეიმი, ისე იხსნება.
ეს არის ზეიმი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ, გაერთიანებული იმ საერთო ღირებულებით, იმ ერთიანი სწრაფვით, იმ საერთო მიზნებით, რომელთაც საქართველო მიჰყავს უფრო დაცული, ძლიერი და სტაბილური ქვეყნისკენ. ჩვენ ყველამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რა შთამბეჭდავ წარმატებას აღწევს ქართული შეიარაღებული ძალები, საქართველოს თავდაცვის სისტემა თავის რეფორმებში და რამდენად დაფასებული არის ის ღვაწლი, რომელიც თითოეული აქ მდგომი ჯარისკაცის და მათი თანამებრძოლების შრომის, სისხლისა და ოფლის ფასად არის მოცემული საქართველოსთვის. მე ვყოფილვარ თქვენთან ერთად და მინახავს, რა პირობებში მუშაობთ თქვენ და რამდენად დიდი არის დაფასება თითოეული ქართველი ჯარისკაცის იმ მისიებში, სადაც გამორჩეულია ქართული სამხედრო კონტინგენტი თავისი ორგანიზებულობით, აზროვნების უნარით და დისციპლინით. კიდევ ერთხელ მსურს პატივი მივაგო თქვენი თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებიც იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისათვის, და რომლებმაც საქართველოს დროშა ასე მაღლა ასწიეს საერთაშორისო არენაზე. ერთ-ერთი ასეთი საერთაშორისო არენა იყო უელსის სამიტი, საიდანაც საქართველო დაბრუნდა გამარჯვებული თავისი შედეგებით, რომელთა ერთ-ერთი დემონსტრირება იყო ორი თვის წინ გახსნილი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯის განხორციელებაში; მსურს მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მიერ დასახული მიზანი ეფექტურად განხორციელდეს; მადლობას ვუხდი NATO-ს საინფორმაციო ცენტრს და ვულოცავ 10 წლის იუბილეს, და იმედს გამოთქვამ, რომ მათი მუშაობა მომავალშიც იქნება ძალიან ეფექტური. ამ მუშაობის ეფექტურობა და ამ ღირებულების ირგვლივ კონსოლიდაცია დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება განაგრძობს თავის ძალიან მწყობრ ნაბიჯს, დემოკრატიის და ევროპული ღირებულების, ასევე ევროატლანტიკური მიმართულებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში NATO-ს სამეკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიმართეს.
NATO-ს კვირეული საქართველოში წელს მერვედ ტარდება. ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















