საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ფორუმი "ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები" გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 18.01.2017 ნანახია: 1721
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში "საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.
ფორუმის მთავარი მიზანი ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების გამოვლენა და განხილვაა, რათა დროულად მოხდეს რეაგირებისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა დაგადაწყვეტილების მიმღებთათვის მათი შეთავაზება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მონაწილე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს და დონორებს,რომლებიც თავისი რესურსების ფარგლებში ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას სირთულეების დაძლევის თვალსაზრისით. ასევე, საქართველოს მთავრობას, იმ უწყებებს, რომლებმაც სერიოზული ნაბიჯებიგადადგეს ქვეყანაში, როგორც სოციალური მდგომარეობის, ისე ჯანდაცვის კუთხით და ბავშვების პრობლემებზე ზრუნვის თვალსაზრისით.
„რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სწორი, ადეკვატური და მნიშვნელოვანი, ვიდრე უფროსი თაობის ზრუნვა მომავალ თაობაზე, იმისათვის, რომ ჩვენი შვილები უფორ დაცულ გარემოში ცხოვრობდნენ.
პრობლემები ჯერ კიდევ უხვად არის და ეს პრობლემები ჩვენს კოორდინირებულ და აქტიურ პასუხს მოითხოვს.
თუნდაც ის ფაქტი, რომ UNICEF-ის მონაცემებით, ყოველი მეექვსე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ის სირთულე, რომელიც უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ინტეგრაციას; ისფაქტი, რომ ჩვენში კიდევ არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები უფროსებივით შრომობენ, ის ფაქტი, რომ ჩვენთან ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვობენ ქუჩაში, ეს პრობლემაა.
ეს პრობლემები ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს. უბრალოდ, საზოგადოებები იზომება იმის მიხედვით, რამდენად გააჩნიათ მათ და სახელმწიფოებს, მათ მეგობრებს უნარი ამ პრობლემებისდაძლევის და ერთობლივად ამ სირთულეების გადაწყვეტის.
მე ვხედავ ამის მზაობას ჩვენ საზოგადოებაში, როდესაც საუბარია ერთმანეთის დახმარებაზე, ერთმანეთის მხარდაჭერაზე.
მე ვხედავ მზაობას საქართველოს მთავრობაში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებში, რომ ამ პრობლემას გაუსწორონ თვალი და ნაბიჯები გადაიდგას სირთულეებიდან გამოსვლისთვალსაზრისით.
და მე ვხედავ მზაობას ჩვენს მეგობრებში, რომ დაგვეხმარონ ამ სირთულეების დასაძლევად.
ამასთან ერთად არსებობს ობიექტური მოცემულობები, თუნდაც ეკონომიკური პრობლემები, გარკვეული ტაბუები და კლიშეები, რომლებიც ართულებენ ამ გამოწვევების დაძლევას.
ჩვენი დღევანდელი თავყრილობა, ჩვენი დღევანდელი თათბირი ეძღვნება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაერთიანოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს სულისკვეთება, რომელიცორიენტირებულია ბავშვების უფლებების, მათი ყოფის, პირობების გაუმჯობესების, მათი ინტეგრაციის გამოწვევათა დასაძლევად.
მე მომავალშიც ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული თქვენთან ერთად ამ პრობლემის დაძლევაში" ,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ფორუმის გახსნისას მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისმოადგილე ვალერი კვარაცხელია, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ბავშვთაუფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის გახსნაზე შემაჯამებელი სიტყვით პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამოვიდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს „ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების შესახებ" ფორუმისჩატარების ინიციატივისათვის.
„რამდენიმე წელია ძალიან აქტიურად ჩავერთე ამ პრობლემატიკაში; ვსწავლობ და უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი რა გვჭირდება ბავშვების პრობლემის დასაძლევად. თქვენთან ერთად მომიწევს ამპრობლემების დაძლევა.
უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ სერიოზული, მყარი და დამაჯერებელი ნაბიჯები გადავდგათ. ამას მოვახერხებთ მხოლოდ სახელმწიფოსთან ერთად და იმ ინსტიტუციების აქტიურიმონაწილეობით, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნად უნდა ჩაერთონ ამ პრობლემაში - განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები და ყველა ჩვენგანი", -აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
მისი განცხადებით, დღევანდელი ფორუმის მიზანია გამოვლინდეს ყველა მწვავე პრობლემა და მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები. დღეს შეიქმნება სამუშაო ჯგუფები და აღნიშნული საკითხები, სწორედსამუშაო ჯგუფებში იქნება განხილული.
ფორუმზე ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, კვლევებით და პრაქტიკით დადასტურებულ ისეთ პრობლემებს განიხილავენ როგორიცაა - ბავშვზე ზრუნვის სისტემის დეინსტიტუციონალიზაცია,ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებები, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების მომსახურებები, ბავშვთა დაცვის, მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურები და მუშაკები, ქუჩის ბავშვები,ბავშვებზე ძალადობის საკითხები, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვები, ბავშვთა შრომის, შშმ ბავშვთა და მშობელთა მხარდაჭერის სისტემის საკითხები.
ფორუმის გახსნას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















