მანანა კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება ხდებოდა - ოთარ კახიძე
საქართველო, თბილისი - 13:40 | 23.01.2017 ნანახია: 1659
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ოთარ კახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. აცხადებს, რომ ეს დაუშვებელია. მისი თქმით, კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება ხდებოდა.
"მანანა კობახიძე არის ქართული ოცნების ერთერთი სპიკერი, შესაბამისად ყველანაირ შემთხვევაზე მას კომენტარი გაკეთებული აქვს. ყველაზე კომიკურია "ივანიშვილი რომ ილია ჭავჭავაძეა" და დითირამბებს რომ უძღვნიდა ოლიგარქს. დანარჩენი მის ნორმალურ შეფასებას რომელიმე სიტუაციაზე ვერ ნახავთ. "ლესბოსელი არ მინდა გავხდე" იყო მაგალითად ერთერთი შეფასება, "იქნებ შეაგინა და ამიტომ იმას დაურტყამს და დიდი არაფერი", - თქვა კახიძემ.
ოთარ კახიძე მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალურ პარალიზებაშიც ადანაშაულებს.
"მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მანანა კობახიძე იყო ერთერთი მთავარი ფიგურანტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება ხდებოდა. დაჩქარებული წესით მიიღეს კანონპროექტი, რომლითაც ჩანერგილ მოსამართლე ტურავას მისცეს საშუალება, რომ უკვე განხილული საქმეები ხელახლა ჩაეშვა განხილვაში, რუსთავი 2-ის საქმე მაქვს პირველ რიგში მხედველობაში. მანანა კობახიძე იყო, ვინც ამ საქმეზე აქტიურობდა ყველაზე მეტად, რამაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა სასამართლოს მუშაობა და თქვენ გახსოვთ შემდეგ მოსამართლეების განცხადებები: "პროკურატურას უნდა დაველოდოთ ჩვენ და მერე დავიწყოთ საქმის განხილვა", "ძაღლი უნდა გავასეირნო ჯერ და მერე უნდა განვიხილო საქმე". ეს მანანა კობახიძის გაკეთებულია და გარდა მისა რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს და გარდა იმისა, რომ მისი შეხედულებები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს იმ ადამიანის ვინც ადამიანის უფლებათა თავი უნდა განმარტოს და დაიცვას კონსტიტუციაში გარანტირებული მოქალაქეების ინტერესები", - ამბობს დეპუტატი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კობახიძეც ადასტურებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში ან დღეებში მიიღებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილება სექტემბრის ბოლოს შეუწყდა. ორი მოსამართლე პრეზიდენტმა წარადგინა, ხოლო ერთი - უზენაესმა სასამართლომ. აქამდე ვაკანტურია ერთი მოსამართლის თანამდებობა, რომელიც პარლამენტმა უნდა წარადგინოს და დაამტკიცოს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















