PSP-ს მხარდაჭერით ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა დუბაის საერთაშორისო მარათონში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
საქართველო, თბილისი - 11:00 | 27.01.2017 ნანახია: 1451
ქართველ ვეტერან მარათონელთა ნაკრები გუნდი მორბენალ პროფესორ დავით ტატიშვილის თაოსნობით შეიკრიბა. PSP-ს მხარდაჭერით ამ გუნდმა 20 იანვარს დუბაიში ჩატარებულ ყოველწლიურ მარათონში 50-დან 75 წლის ასაკამდე 5 ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო გუნდური შედეგით სხვადასხვა კონტინენტიდან მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის, მათ შორის საუკეთესო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მარათონელთა ნაკრებ გუნდებს აჯობა. ვასილ სანიკიძემ 65-69 წწ ასაკობრივ ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო და დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა მე-2 ადგილზე გასული იაპონელი მორბენალი. ამავე ასაკობრივ ჯგუფში მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა გიორგი ხარაზიშვილმა. სხვადსხვა ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელები გახდნენ ამაზასპ მამიკონიანი (50-54 წწ) და გუნდის უხუცესი წევრი ალფრედ გერცვოლფი (70-74 წწ); მე-4 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა სპირიდონ ვალიშვილი (55-59 წწ). მაღალი შედეგები აჩვენეს გუნდის სხვა წევრებმაც, ამავე ასაკობრივ ჯგუფში (55-59 წწ) დავით ტატიშვილმა და 60-64 წწ ასაკობრივ ჯგუფში თენგიზ ლაცაბიძემ.
„თითქმის 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ რბენაში ვმონაწილეობ. ჩვენ ვეტერან სპორტსმენებთან ხშირი კონტაქტი მაქვს. მათი სპორტული ფორმის და შესაძლებლობების შეფასებამ მაფიქრებინა, რომ საერთაშორისო მარათონულ რბენაში აუცილებლად საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ. ძალიან მოტივირებული და მობილიზებულები შეუდგნენ ტურნირისთვის მზადებას. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გუნდის მხარდაჭერის სურვილი კომპანია პსპ-მ დაგვიდასტურა. ასეთი შესაძლებლობა არასდროს ჰქონიათ ვეტერან სპორტსმენებს და მსაგავსი პრეცედენტი პირველია საქართველოში. რისთვისაც ყველას სახელით მადლობას ვუხდი „პსპ“-ს - განაცხადა დავით ტატიშვილმა.
„პსპ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისტია. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ვეტერანი სპორტსმენებისადმი. გვჯეროდა, რომ მათი დებიუტი მსოფლიო რბენაზე წარმატებული იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას“- განაცხადეს „პსპ“-ში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















