რუსული პრესა ქეთა თოფურიას ფარულ რომანზე ალაპარაკდა
საქართველო, თბილისი - 14:57 | 31.01.2017 ნანახია: 4817
რუსული მედია A'Studio-ს სოლისტ ქეთა თოფურიას ახალ რომანზე წერს. კერძოდ, გამოცემა life-სთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე ერთი წელია, რაც ქეთა თოფურია 37 წლის რეპერ გუფთან რომანტიკულ ურთიერთობებს მალავს. Life-ის ინფორმაციით, A'Studio-ს სოლისტმა საახალწლო არდადეგები ტაილანდში რეპერთან ერთად გაატარა. ამის შესახებ გამოცემისთვის თოფურიას მეგობრებისგან გახდა ცნობილი.
წყვილი მოყვარული ჟურნალისტის ობიექტივში მოხვდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაშ ი უთვალთვალებდა ვილას, სადაც ქეთა და ალექსეი დოლმატოვი (სასცენო ფსევდონიმი გუფი) ცხოვრობდნენ. ჟურნალისტის მიერ მოპოვებულ კადრებში მომღერალი გუფის მკერდზე წევს და ირუჯება.
Life-ისთვის ქეთას და გუფის რომანის ზოგიერთი დეტალიც გახდა ცნობილი. წყვილის ახლობლების თქმით, თოფურია და დოლმატოვი ერთმანეთს გასული წლის მარტიდან ხვდებიან, როდესაც A'Studio გუფთან ერთობლივ კლიპს იღებდა.
რუსული გამოცემა წერს, რომ ორ მომღერალს შორის სიმპატია ნამდვილ ვნებად გადაიქცა. ქეთამ და გუფმა შეხვედრები გადასაღები მოედნის მიღმაც დაიწყეს. გამოცემისვე ცნობით, თითქმის ცხრა თვის განმავლობაში ისინი თავიანთი ურთიერთობის დამალვას ახერხებდნენ. თოფურიასა და დოლმატოვის რომანის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა - გუფის საკონცერტო დირექტორმა და ქეთას რამდენიმე მეგობარმა.
ქეთა თოფურია 2013 წელს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაყვა ცოლად. მათ ერთი ქალიშვილი- ოლივია შეეძინათ. თოფურიას ქმარი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















