დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის მიზნით ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება
საქართველო, თბილისი - 17:18 | 31.01.2017 ნანახია: 1498
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ ცვლილებები შედის. უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება.
ცვლილებების თანახმად, დევნილ ოჯახს რომელსაც ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა მიენიჭება, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იყო სამი არასრულწლოვანი წევრი, ხოლო ყოველ მომდევნოზე არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა.
კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოჯახი რომლის წევრიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი და გარდაეცვალა მიიღებს 1,5 ქულას. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა.
დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.
ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი 2 ქულის ნაცვლად მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.
დევნილი ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში, შეავსებს განაცხადს დამატებით მიენიჭება 2,5 ქულა. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს.
გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს, 2 ქულის ნაცვლად, მიენიჭება 2,5 ქულა, თუ იგი განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















