საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს
საქართველო, თბილისი - 17:39 | 27.10.2015 ნანახია: 2300
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის ესკიზური კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული პრეტენზაცია, რომელიც არქიტექტურული კომპანიის „არტსტუდიო პროექტი“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს სამშენებლო განვითარებისა და ინფრასტრუქტურული მოწყობის ზოგად კონცეფციას შეიცავდა.
პრეზენტაციაში დეტალურად იყო წარმოდგენილი ისეთი თემები, როგორებიცაა საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა და ასევე სარეკრიაციო და ზონირების საკითხები.
როგორც კომპანიის „არტსტუდიო პროექტი“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება, როგორც საცხოვრებელი, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ობიექტზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო-მასალა, რომელზეც კარგად ჩანდა ამორტიზებული ინფრასტრუქტურა, ავარიული შენობები და ეკოლოგიურად არასახარბიელო მდგომარეობა .
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ოპტიმალურ გზას წარმოადგენს.
არქიტექტურის ნაწილში წარმოდგენილ ფოტო -მასალაში ხევისთვის, კერძოდ, ტერასულ მშენებლობაზე გათვლილი ძველი თბილისის, უცხოური ანალოგების, ასევე საცხოვრებელი კომპლექსის ზოგადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და საპროექტო გამწვანების კონცეფცია იყო წარმოდგენილი.
შეხვედრას თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი, საკრებულოს გარემოს დაცვისა და სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეები შორენა ბუხრაშვილი და ნუგზარ მალაღურაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე ინვესტორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი კონცეფცია და ამასთან საკუთარი მოსაზრებები და წინადადებებიც დააფიქსირეს.
მათივე განცხადებით, მსგავსი საჯარო განხილვა, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა და რომელიც წინ უსწრებს კვლევებსა და ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ჩართულობას უზრუნველყოფს, აქამდე არ განხორციელებულა და როგორც მუშა პროცესის, ისე საბოლოო დასკვნისა და შედეგის ეფექტიანობის გარანტიაა.
დასასრულს, შეხვედრა რიმა ბერაძემ შეაჯამა და განაცხადა, რომ ჩუღურეთის რაიონში განაშენიანების კონცეფციის განხილვა ჯერ-ჯერობით დამუშავებისა და ანალიზის პროცესშია და უპირველეს ყოვლისა, სეისმოლოგიურ, კლიმატოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკოლოგიურ და სხვა შესაბამის კვლევების ჩატარებას მოიაზრებს.
„მოგეხსენებათ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არაპროპორციულად არის განვითარებული. ამიტომ, მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარება ერთ-ერთი უპირობო და უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩვენი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი ქალაქი, მაგრამ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და დავიცვათ მათი ინტერესები. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელებისას, ეკოლოგიური მიმართულებები გარემოსა და ბუნების დაცვის პარალელურად უნდა წარმოჩინდეს’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილია სპეციალური კომისიის შექმნა, რომლის მუშაობაში სხვადასხვა კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული პროექტი როგორც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების, ასევე მისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და ურბანული განვითარების გარანტი იქნება.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















