საქართველო კატართან თანამშრომლობას აღრმავებს
საქართველო, თბილისი - 17:16 | 07.02.2017 ნანახია: 1450
5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია კატარის სახელმწიფოს.
ვიზიტის ფარგლებში, 5 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის (Qatar Science &Technology Park) აღმასრულებელ დირექტორთან მაჰერ ჰაქიმთან (Maher Hakim) და კატარის განვითარების ფონდის (Qatar Development Fund) გენერალურ დირექტორთან ხალიფა ბინ ჯასიმ ალ კუვარისთან (Khalifa bin Jassim Al Kuwari).
კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართული შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კატარის მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და განვითარების კუთხით დაგეგმილი პროექტები. განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული პროექტები და ამ პროექტებში კატარის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პარკის ჩართულობის შესაძლებლობა. აღინიშნა ამ მიმართულებით მომუშავე კატარელი და ქართველო ექსპერტების გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.
კატარის განვითარების ფონდში შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფონდის გენერალურ დირექტორს 2015 წლის ივნისში თბილისში მომხდარი წყალდიდობის მიერ დაზარალებულთა ფონდში გაწეული ფინანსური დახმარებისათვის.
შეხვედრის ფარგლებში კატარის მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტებისა და საქართველოში განხორციელებული სოციალური პროგრამების შესახებ. კატარის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს დელეგაციას გააცნო ფონდის საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული პროექტები (უმეტესად, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით).
შეხვედრებისას, კატარის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს თანამშრომლობა საქართველოსთან როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა შეხვედრები თავდაცვის საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრთან ხალიდ ბინ მუჰამად ალ-ატიასთან (Khalid bin Mohamed Al Attiyah) და კატარის საზოგადოებრივი უსაფრთოხების გენერალურ დირექტორთან, გენერალ საად ბინ ჯასიმ ალ-ხულაიფისთან (Saad Bin Jassim Al Khulaifi is the Director General of Public Security (Chief of Police) in Qatar). კატარის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ რეფორმებისა და მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ.
6 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრა კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო-საკონსულტაციო კომპანია „ასტადის" (ASTAD) აღმასრულებელ დირექტორთან ალი ალ ხალიფასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო კატარული კომპანიის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, აგრეთვე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და ურბანულ პროექტებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და კომპანია „ასტად"-თან შესაძლო თანამშრომლობის გზებს.
7 თებერვალს საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა კატარის სატელეკომუნიკაციო კომპანიის Ooredoo-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან, შეიხ საუდ ბინ ნასერ ალ თანისთან (Sheikh Saud Bin Nasser Al Thani) და კატარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, შეიხ ხალიფა ბინ ჯასიმ ბინ მუჰამედ ალ თანისთან (Sheikh Khalifa Bin Jassim Bin Mohammed Al Thani). შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციამ კატარის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















