ქართველი მწერლები პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომას ითხოვენ
საქართველო, თბილისი - 11:57 | 28.10.2015 ნანახია: 3013
გიორგი მარგველაშვილი - „სააკაშვილი-2“-ი, რომელიც „ნაციონალი თალიბების“ მხარეზე დადგა, საქართველოს პრეზიდენტობიდან უნდა გადადგეს!
ღია წერილი საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოში აკრედიტებულ დიპკორპუსს
ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა ერთი ჯგუფი, აღშფოთებას გამოვთქვამთ და ვიწუნებთ, ანუ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც პოლიტიკურ შეცდომათა კასკადს, არასწორს და, სწორედ, სამთავრობო და სახელისუფლო დაპირისპირების მაპროვიცირებელს.
ჩვენ ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენელთა მიერ დაწუნებულ პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ვიწუნებთ ამ სახელმწიფოთა ელჩების უხეშ ჩარევას საქართველოს მთავრობის საქმეებში... მათ უტიფარ მოწოდებას პრემიერის გადადგომაზე...
ჩვენ არ ვიწონებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ეიფორიას საკონსტიტუციო ხიფათის თაობაზე და მის მიერ არასამთავრობო, არასაპარლამენტო თუ საპარლამენტო ოპოზიციისგან კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობას, მიმართულს სახელმწიფოსა და ერის ინტერესების საზიანოდ!
ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ქართველ ხალხს, მხედველობიდან არ გაუშვან ჩვენი ანომალიური პრეზიდენტის ქმედებები და მისი ალიანსი სოროსულ-ლიბერასტულ არასამთავრობო კლანებთან, მისი სრული „კოაბიტაცია“ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ნარჩენებთან და „რუსთავი-2“-ის ჯაშუშებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ხალვაში ქონებაზე ედავება სააკაშვილს და „რუსთავი-2“-ს, ეს პროცესი, როგორც ნაცებს, ასევე ამერიკის ელჩს და მათ სააგენტოებს პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ და განუწყვეტელ ზეწოლას ახდენენ მოსამართლეზე (სასამართლოზე), ქართველთა მთავრობაზე (და ღარიბაშვილზე...)!
რა ჰქნას „რუსთავი-2“-ის დემაგოგიითა და ნაციონალების ძალადობით გაძარცვულმა, დასჯილმა საზოგადოებამ — არ აღიდგინოს სამართალი? არ მოითხოვოს წართმეულის დაბრუნება — აქაოდა, ევრო-ამერიკელმა სენატორებმა, მაკკეინებმა და
მისთანებმა პოლიტიკური სარჩული არ დაგვიდონო!.. განა არ ახსოვს მარგველაშვილს, როგორ არბევდნენ „ნაციონალი თალიბები“ ქიბარ ხალვაშის (და არა ოდენ ქიბარ ხალვაშის) საწარმოებს, ოფისებს და როგორ გაჰქონდათ ქონება. როგორ აფეთქებდა სააკაშვილი კულტურის მონუმენტებს ქუთაისში და სხვაგან, გადააადგილებდა ძეგლებს და ქანდაკებებს ავტორთა დაუკითხავად და ბევრ მათგანს უკუღმა დგამდა (!!!). ნაცები იქცეოდნენ ისე, როგორც თალიბები და „ხალიაფატები“ სირიასა თუ ავღანეთში...
სამწუხაროდ, ქართველთა პრეზიდენტი ახლა „ნაციონალური თალიბების“ მხარეზე დადგა.
მარგველაშვილის „უსაგნო ფათიფუთი“ (როგორც ილია იტყოდა) და პრემიერის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები, მისივე სამხილია, ვიღაც-ვიღაცები ამაოდ ცდილობენ მის „რაიმედ“ ქცევას, არაფრიდან არაფერი იშვება და ხალხი მას
მიიღებს, როგორც მოღალატეს, რომელმაც უღალატა კაცს, რომელმაც პრეზიდენტად აქცია. სამაგიეროდ, მარგველაშვილს რევერანსებს უძღვნიან და ესალმებიან, როგორც ერთადერთ პოლიტიკოსს, გვარამიები, ლიბერასტ-დემოკრატები, ნაცები, არასამთავრობოები და მათ შორის ძალიან უშნოდ გაფუყებული ალასანია-პეტრიაშვილ-ჩიქოვანები... და სხვები, ვინც განუწყვეტლად ქმნიან ნაცისტების დანაშაულთა შერბილების და მათი შემობრუნების შესაძლებლობის ილუზიას და ამავე დროს ამჟღავნებენ გაუგონარ უმადურობას და უტიფრობას ადამიანის მიმართ, ვინც ისინი პირდაპირ „ამოთხარა“ სააკაშვილის მორგიდან და პარლამენტში დასხა... ეს სამარცხვინო „დემოკრატები“ პირდაპირ „ჩამოშალიკო-პალიკოვდნენ“ და იმათზე უარესნი გახდნენ!
საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ! იწყება: ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ „დიფუზიური“ შეთქმულება და ამ შეთქმულებას იგივე სააკაშვილი #2 კურირებს... როგორც სააკაშვილი იქცეოდა, ობსტრუქციას უწყობდა და ბლოკავდა ახალ ხელისუფლებას და პარლამენტს, თავისი „იმპიჩმენტებით“ და ა.შ. ასევე იქცევა ეს „ყვერბეულივით ნაცარში“ გამომცხვარი კაცი...
ჩვენ არ ვიწონებთ და კატეგორიულად ვგმობთ უცხო ქვეყნების, პრესის და საელჩოების განუწყვეტელ ჩარევას ქართველთა შიდა პრობლემებში, რასაც, გარკვეულწილად, „რუსთავი-2“ აპიარებს და აჟიტირებული სახით აჟღერებს.
არ შეიძლება ტელევიზია ასე იქცეოდეს იმ ქვეყანაში, სადაც ის არის — აშანტაჟებდეს ხელისუფლებას, სასამართლოს, ადამიანებს მიაწერდეს („სწამებდეს“), რასაც უნდა და როგორც უნდა... ასეთი რამ არ უნდა ეპატიოს არც ამ არხს და არც მის
უზნეო ქომაგებს.
საკითხავია, რატომ არ იცავს მოსამართლის ღირსებას და ხელშეუხებლობას სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი გვენეტაძე, როდესაც მას პირდაპირ ატერორებენ პრეზიდენტი და ნაცების „ზონდერები“?!.
ამერიკის ელჩს გვინდა ვკითხოთ: შეიძლება ქვეყნიდან გაქცეულ, მკვლელობებში მონაწილე ნაპრეზიდენტალს ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია და შიგნით ანგრევდეს და აზომბირებდეს იმ ქვეყანას, საიდანაც გაიქცა და გააძევეს და
სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას უმზადებდეს?!.
ბატონო ელჩო, იქნებ მოისმინოთ გერმანელი ადვოკატის გამოსვლა (ქართველის თუ არ გჯერათ), რომ სასამართლოზე სახელმწიფო ჩარევის ნიშნები არ ჩანს — სამაგიეროდ, ნათლად ჩანს სააკაშვილის მომხრეთა ძალადობა...
თქვენ უნდა იცოდეთ, ბატონო ელჩო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სააკაშვილს ვერც მაკკეინი დააბრუნებს და ვერც „რუსთავი-2 “...
ქართველმა ერმა უნდა დაიცვას და დაიცავს მას, ვინც „სააკაშვილის მორგიდან“ ამოიყვანა ერი, ქვეყანა და არსებობის პერსპექტივა გაუჩინა!
ჩვენ, მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მარგველაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი გაუაზრებელი, პატივმოყვარეობასა და ამბიციებზე აგებული ქმედებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის.
მწერალთა და ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:
გულო კობიაშვილი, გურამ პეტრიაშვილი,
კობა არაბული, ზაურ კალანდია. ზურაბ თორია,
თემურ ჩალაბაშვილი, ვაჟა ხორნაული,
ირაკლი ვაშაყმაძე, ჯუმბერ გოგრიჭიანი, როსტომ
მიგრიაული, ოთარ ფალიანი, ვახტანგ ხარჩილავა
"საერთო გაზეთი"
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















