ენმ - ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულებით, ქვეყანამ მილიონობით ზარალი განიცადა
საქართველო, თბილისი - 13:16 | 16.02.2017 ნანახია: 1591
”ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ”გაზპრომი” ქართულ მხარეს უხდის 5 აშშ დოლარს ყოველ 100 კმ-ზე გატარებულ 1000მ3-ში, რის შედეგად, წინა კონტრაქტთან შედარებით, 21.9 მლნ ზარალს განიცდის.
”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”გაზპრომსა” და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაზის ტრანსპორტირების სფეროში და მისი ტრანსფორმაციით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
შესაბამისი პრეზენტაციით პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე წარსდგა.
”ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე არის 221 კმ.
წლის განმავლობაში გატარებული გაზის მოცულობა არის დაახლოებით 2 მლრდ მ3.
ყოველ 100 კმ-ზე გატარებული 1000 მ3 გაზის ტრანზიტის ღირებულება მსოფლიოში სხვადასხვა პრაქტიკის მიხედვით შეადგენს: ა) 3$ ბ) 5$ გ) 6$.
რა თანხას მიიღებს საქართველო გაზპრომისგან ტრანზიტის განსხვავებული ტარიფების პირობებში?
ა) 2 000 000 000/1000*2.21*3=$13.3 მლნ, ბ) 2 000 000 000/1000*2.21*5=$22.1 მლნ, გ) 2 000 000 000/1000*2.21*6=$26.520 მლნ.
გაზის ტრანსპორტირების საფასურის ანაზღაურების დღემდე არსებული სქემა (ნატურით გადახდა)
საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით იღებდა 200 000 000/1000*220= 44 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს;
საქართველო ტრანზიტის საფასურად ნატურის სახით გაზპრომის მიერ შემოთავაზებული ახალი ფასით მიიღებდა 200 000 000/1000*185= 37 მლნ. დოლარის ღირებულების გაზს;
ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $5 დოლარის ტოლია) ზარალი არის ა) $21.9 მლნ (44-22.1), ბ) $14.9 მლნ (37-22.1);
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფი (დღგ-ს გარეშე ) 13,83 ლარი/1000 მ3;
რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირების საფასური (დანახარჯები პლიუს მოგება) ლარის ძველი გაცვლითი კურსით არის $8,33 (13.83/1.66) ხოლო დღევანდელი კურსით $5,18 (13.83/2.67).
ა) ძველი კურსით 2 მლრდ მ3 გაზის ტრანსპორტირება ჯდება $16 660 000 (2 000 000 000/1000*8.33), ბ) დღევანდელი კურსით კი $10 360 000(2 000 000 000/1000*5.18).
ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება: ა) ძველი კურსით $5 440 000 (22 100 000 -16 660 000), ბ) დღევანდელი კურსით $11 740 000 (22 100 000 -10 360 000).
თუ ტრანზიტის ღირებულება $6 დოლარის ტოლია მაშინ: ნატურით ანაზღაურების ნაცვლად ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის შემთხვევაში, (როცა ტრანზიტის ღირებულება $6 დოლარის ტოლია) ზარალი არის ა)$17,480 მლნ (44-26.520), ბ) $10.480 მლნ (37-26.520).
ტრანზიტის ხარჯების შემდეგ რჩება: ა) ძველი კურსით $9 860 000 (26 520 000-16 660 000), ბ) დღევანდელი კურსით $16 160 000 (26 520 000-10 360 000).
“გაზპრომი” უხდის ქართულ მხარეს $5-ს ყოველ 100კმ-ზე გატარებულ 1000 მ3 გაზში.
2017 წელს, “გაზპრომი”, სავარაუდოდ, პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ტრანზიტის საფასურის ანაზღაურებას ახდენს ძველი ფორმით, ნატურით, გატარებული გაზის მოცულობის 10 პროცენტის ოდენობით. წლის დარჩენილ პერიოდში გადახდა მოხდება ზემოთ აღნიშნული ტრანზიტის ტარიფის შესაბამისად.
2018 წელს ქართულ მხარეს აქვს უფლება “გაზპრომისაგან” შეიძინოს გაზი 185 დოლარად.
კონტრაქტი არის ორწლიანი და აქამდე არსებული ყველა პირობა, მათ შორის ტრანზიტის ტარიფი და გაზის ფასი შესათანხმებელია თავიდან.
“გაზპრომი”ვალდებულებას იღებს გადაიხადოს ტრანზიტის საფასური, მიუხედავად იმისა, გაატარებს თუ არა გაზს სომხეთში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოგება 2013-2015 წწ:
2013 წელი - 17,805 ლარი; 2014 წელი - 12,787 ლარი; 2015 წელი - 42,217 ლარი (ზარალი).
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგება: 2013-2015 წწ.
2013 წელი - 111,603 ლარი, 2014 წელი - 93,465 ლარი, 2015 მოგება - 40,558 ლარი”, - აღნიშნულია პრეზენტაციაში.
რომან გოცირიძის აზრით, ამ შეთანხმების გამო, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის და სხვა პასუხისმგებელი პირების, ისევე, როგორც მთლიანად მთავრობის მინიმუმ პოლიტიკური და მაქსიმუმ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















