სანამ უბედურება საკუთარ კარზე არ მოგვიკაკუნებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ - თეა პერტაია
საქართველო, თბილისი - 16:28 | 20.02.2017 ნანახია: 1430
პარლამენტი შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებაზეა ორიენტირებული. საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც შსს-მ ერთი წლის წინ შეიმუშავა.
კანონპროექტს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. მისი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები მკვეთრად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
,,დღეიდან პარლამენტი შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მკვეთრად გააუმჯობესებს.
ეს საკანონმდებლო პაკეტი იმ პროგრამის ქვაკუთხედი და ნაწილია, რომელიც შსს-მ ერთი წლის წინ შეიმუშავა. • შეიმუშავა იმიტომ, რომ ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში 20% -ით გაიზარდა;
• იმიტომ, რომ ადამიანები სიტყვით დასავლურ სტანდარტებს დეკლარირებენ, მაგრამ სინამდვილეში იმ მახინჯ წარსულში არიან ჩარჩენილები, როცა არაკანონმორჩილება უფრო კარგ ტონად ითვლებოდა, ვიდრე კანონის პატივისცემა;
• იმიტომ, რომ ზეპირსიტყვიერების დონეზე ყველა ვთანხმდებით - საგზაო მოძრაობის წესები უნდა დავიცვათ! მაგრამ, როგორც კი შანსი მოგვეცემა, ჩუმად მაინც ვარღვევთ და გვგონია, რომ „ეს არაფერია“. არადა, სწორედ ამ ერთმა საბედისწერო წამმა შეიძლება ყველაფერი შეცვლოს... ;
• იმიტომ, რომ ბევრი საჯაროდ საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების გამკაცრებას ითხოვს, მაგრამ, როგორც კი თავად დააჯარიმებენ, პირველი ყვირის „უსამართლობაზე“ და „ცუდ პატრულებზე“;
• იმიტომ, რომ „დიდი ჯიპის მენტალიტეტი“ ჯერ კიდევ ღვივის არასრულყოფილების კომპლექსის კვალდაკვალ და ჰგონიათ, რომ ჯარიმის გადახდით შეძლებენ პრობლემის „აღმოფხვრას“ და მერე ისევ დაარღვევენ იმ იმედით, რომ გადაიხდიან;
• იმიტომ, რომ ქუჩაში დამონტაჟებული კამერის ან პატრულის დანახვისას, სანიმუშო მძღოლებივით ვსწორდებით და ვიქცევით. როგორც კი თვალს მიეფარებიან, ისევ ვდუნდებით და მავნე ჩვევებს ვექვემდებარებით...
• იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას ჯერ კიდევ გაზრდა სჭირდება. ახლა, უბრალოდ, გარდამავალი პერიოდია და ეს საკმაოდ მტკივნეულია...
მიხარია, რომ პოლიციელები სკოლებში დადიან და ბავშვებს პატარაობიდანვე უნერგავენ კანონის პატივისცემას, მათ საგზაო ნიშნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან . შსს-ს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინტელექტუალური ინვესტიციაა ის, რომ მან მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო - „ უსაფრთხოების 10 გაკვეთილი“ შექმნა... მომავალი თაობის დიდი იმედი მაქვს. მჯერა, ისინი ჩვენზე ბევრად მაგრები იქნებიან...
• იმიტომ, რომ სანამ უბედურება საკუთარ კარზე არ მოგვიკაკუნებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ და ათასი გაუმართლებელი მიზეზით ვიმართლებთ თავს;
• იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვესმის - გზა ევროპისკენ კანონის უზენაესობიდან იწყება და პოლიციის პატივისცემაზე გადის;
• იმიტომ, რომ ზოგს ჯერ ისევ ჰგონია - საგზაო ნიშნები ბიუჯეტის შესავსებადაა მოგონილი და არა საგზაო მოძრაობის მოსაწესრიგებლად.
• იმიტომ, რომ თავისუფლება ხშირად არასწორად გვესმის...
• იმიტომ, რომ ყოველთვის ბევრი „იმიტომ“ გვაქვს საკუთარი თავის გასამართლებლად და სხვის დასადანაშაულებლად...
• იმიტომ, რომ ახლა ამას კითხულობთ და თავს ვერ აიგივებთ ზემოაღნიშნულ პრობლემებთან... ;
ამიტომ - მე მჯერა ამ კანონპროექტის, რომელიც მალე კანონის ძალას მიიღებს! მჯერა იმ ბერკეტების, რომელიც ამ ინოვაციურ პროექტშია ჩადებული.
მჯერა იმ ადამიანების, რომლებმაც ამ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები დასახეს და ამისთვის, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა ძირეულად შეიწავლეს...
მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება...
ახალი სუნთქვა გამეხსნა. ასეა, როცა შენი თვალით ხედავ და იაზრებ, რომ ქვეყანა, რომელსაც ემსახურები, სწორ, პროგრესულ ნაბიჯს დგამს უსაფრთხო მომავლისკენ...
შსს - თქვენი გულისთვის, თქვენი უსაფრთხოებისთვის!!! ”, - ამბობს თეა პერტაია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















