ენმ ,,გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 11:20 | 23.02.2017 ნანახია: 1542
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოს დღეს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ და გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
2017 წლის 18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც რეგულირდება საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობები. ეს ხელშეკრულება გულისხმობს 2018 წლიდან ტრაზიტის საფასურის - ტრანზიტული გაზის 10%-ის ნატურით მიღების ფულადი ანაზღაურებით ჩანაცვლებას.
„გაზპრომ-ექსპორტთან“ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობის სახელით აწარმოებდა ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძე. აღნიშნული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საიდუმლო რეჟიმში, ისე რომ საქართველოს მოქალაქეებს, დაინტერესებულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფოს ენერგო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. შესაბამისი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ზიანი მიადგა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკურ და ფინანსრურ ინტერესებს და მეორეს მხრივ, გაიზარდა რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულება.
აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკების პროცესთან, აგრეთვე ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მაშინ როდესაც რუსულ ენერგო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ენერგეტიკის სამინისტრო, ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენელმა. ეს ფაქტი დასტურდება მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აგრეთვე ენერგეტიკის სამინისტროს პასუხით, რომ ხელშეკრულება არ ინახება სამინისტროში.
ეჭვს ბადებს ხელშეკრულების გასაიდუმლოების ფაქტი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კონტრაქტი წარმოადგენს „გაზპრომ - ექსპორტის“ კომერციულ საიდუმლოებას. ამასთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვები: 1. მაშინ როდესაც „გაზპრომ-ექსპორტს“ სხვადასხვა სახელმწიფოებთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები, რომლის ძირითადი ელემენტები ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის გაზის მიწოდების და გაზის ტრანზიტის ფასი, რატომ ხდება საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების სრული მოცულობით გასაიდუმლოება. 2. ხელშეკრულება ეხება საქართველოს სახელმწიფო შემოსავლებს და შესაბამისად საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ ინტერესებს. მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს, როგორ ხდება სახლემწიფოს კუთვნილი თანხების განკარგვა. 3. გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის სურვილების გათვალისწინება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე. 4. რატომ აცხადებს ხელისუფლება უარს, მოხდეს აღნიშნული ხელშეკრულების განხილვა საქართველოს პარლამენტში თუნდაც დახურულ ფორმატში.
სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის მონეტიზირების საკითხი "გაზპრომმა" წლების განმავლობაში ყოველწლიურად აყენებდა. 2015 წლის ბოლოს და 2016 წლის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიურა ამ პირობების გადახედვის საკითხი, თუმცა 2016 წლის ოქტომბრის საპარლემნტო არჩევნებამდე საზოგადოების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულების გამო საქართველოს მთავრობამ მოახდინა ამ საკითხის გადავადება. საბოლოოდ ამ ხელშეკრულების გაფორმება მოხდა 2017 წლის იანვარში.
აშკარაა, რომ “გაზპრომ -ექსპრორტთან“ დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ასუსტებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, წამგებიანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ 20 იანვარს გაკეთებული განცხადებაც, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ზეიმის საფუძველს არ იძლევა, ადასტურებს აღნიშნული გარიგების არასახარბიელობას. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კონტრაქტი არღვევს სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაძლოა ემსახურებოდეს ზოგიერთი თანამდებობის პირის ინტერესებს.
ვინაიდან ამ ხელშეკრულების შესწავლა და გასაჯაროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უშუალოდ ეხება საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, აღნიშნული ქმედებები იღებს სისტემურ ხასიათს და შესაბამისი ორგანოები და უწყებები არ ინტერესდებიან ამ საკითხებით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უახლოეს პლენარულ სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნეს საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე რომელიც შეისწავლის ზემოთ მოყვანილ ქმედებებს.
ამასთანავე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11 წევრით.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















