პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
საქართველო, თბილისი - 18:30 | 23.02.2017 ნანახია: 1552
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი განხილვის შემდეგ დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს.
კანონის პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა, ხოლო წინაღმდეგ ხმა მისცა- 20-მა დეპუტატმა.
„ნდობის ჯგუფის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების თანახმად სსიპ – ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტო ყოველწლიურად წარუდგენს ნდობის ჯგუფს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს. მომხსენებლის, ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საპარლამენტო კონტროლის ფორმების გამოყენებით. მისი მოსაზრებით, კონტროლის ეს ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, ნდობის ჯგუფი უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ: „პრინციპი არის ის, რომ შემოდის კონტროლის ფუნქცია, საპარლამენტო კონტროლი არის მნიშვნელოვანი და ამის უფლება დელეგირებული აქვს ნდობის ჯგუფს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმცირესობის წარმომადგენელს, ხათუნა გოგორიშვილს მიაჩნია, რომ კანონპროეტში ასახული ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც უნდა იყოს ასახული. „მივესალმები, რომ საპარლამენტო კონტროლს სწორედ ისეთი ფორმით უყურებთ, რომ აუცილებელია ინფორმაციის მიღება და ამაზე ხელი მიუწვდებოდეს ნდობის ჯგუფის წევრებს. თუმცა უმჯობესია ის პროცედურაც იყოს გაწერილი, როგორ მოხდება იმ ერთი ადამიანის შერჩევა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამაზე", - მიმართა მომხსენებელს ხათუნა გოგორიშვილმა. უმცირესობის წარმომადგენელს, ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ სააგენტოს მიერ ნდობის ჯგუფისთვის წარდგენილი ანგარიში დეტალური უნდა იყოს.
„ნორმატიული აქტების შესახებ" კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი შეიძლება გამოიცეს საქართველოსსაკანონმდებლო აქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
უმცირესობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მთავრობაზე ახდენს დელეგირებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნორმატიული აქტები გამოსცეს მთავრობის დადგენილებების ფარგლებშიც. ეს უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია. ირაკლი აბესაძის განცხადებით, სხვა სამსახურების შემთხვევაში თუ არსებობს დასაბუთება, რომ მხოლოდ კანონით არ უნდა იყოს მათი კომპეტენცია შეზღუდული და მთავრობის დადგენილებითაც უნდა შეეძლოთ ნორმატიული აქტების გამოცემა, გამონაკლისად უნდა დარჩეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მას მხოლოდ კანონებით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა ჰქონდეს ნორმატიული აქტების გამოცემის შესაძლებლობა.
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონპროექტით იმ საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელიც არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლად, ემატება ოპერატიულ–ტექნიკური სააგენტოს მიერ განხორციელებული საინფორმაციო დასატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარება. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს გაზრდის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ხარჯებს. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დეტალური მსჯელობის მიზნით, იგი შეხვდება სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს: „მათ რომ ახალი რეგულაციების შემოტანის გამო ახალი ფინანსური ვალდებულებები არ გაუჩნდეთ, ამისთვის კანონპროექტში სტაციონარულის გარდა ჩავწერეთ ნახევრადსტაციონარული ტექნიკური საშუალება. ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ სახელმწიფომ და, შესაბამისად, სააგენტომ თავად უზრუნველყოს იმ ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა, რაც მათ სჭირდებათ. მოქმედ რედაქციაში ისედაც წერია, რომ უსასყიდლოდ ხდება იმ აპარატურის და ტექნიკური საშუალებების განთავსება, რაც უსაფრთხოების სამსახურის დღეს არსებულ დანაყოფს სჭირდება იმისთვის, რომ განახორციელოს მოსამართლის მიერ დავალებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" განსაზღვრავს სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთს 200 ლარის ოდენობით, ელექტრონული კომუნიკაციების მონიტორინგის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტისლიცენზიისთვის.
პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილება. კერძოდ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე წელიწადში ერთხელ პარლამეტს წარუდგენს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. უმცირესობის წარმომადგენელს, ხათუნა გოგორიშვილს მიაჩნია, რომ ნდობის ჯგუფის მიმართ სააგენტოს მიერ ანგარიშის წარდგენის პროცედურის მუხლი რეგლამენტს ცალკე უნდა დაემატოს. მისივე წინადადებით, იმისთვის, რომ ანგარიშის წარდგენისას პრობლემები არ შეიქმნას, უმჯობესი იქნება მოიხსნას ანგარიშის წარდგენის კონკრეტული თარიღი, 1 აპრილი და ვადასთან დაკავშირებით გაკეთდეს ზოგადი ჩანაწერი - „საგაზაფხულო სესიის განმავლობაში". ეკა ბესელიას განცხადებით, ამ მუხლის ფორმულირება შესაძლებელია მეორე მოსმენის დროს, ხოლო რაც შეეხება განსაზღვრულ თარიღს, 1 აპრილს, მისი თქმით, ამ თარიღის შეცვლა შესაძლებელია.
დეპუტატებმა დღესვე განიხილეს და მიიღეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ".
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხვალ, 24 თებერვალს 10:00 საათზე, ხოლო პლენარული სხდომა - 10:30 საათზე დაიწყება.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















