ვაი დედაა... მეც მკვდარი ვარ! - მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
საქართველო, თბილისი - 11:54 | 24.02.2017 ნანახია: 10064
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტელეწამყვანს შვილის გარდაცვალების გამო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.
ნიკა გვარამია: ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია ...
ეკა ხოფერია: ესაა გოგო, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია, რომელიც 24 საათი შრომობდა, შრომობდა პროფესიისთვის, შრომობდა შვილისთვის. სულ ნუცა ჰყავდა გვერდით, სულ. ესაა ადამიანი, რომელიც პირველი გიდგას გვერდში მით უფრო, თუ ეს შვილებს ეხება. არ ვიცი მე მასზე კეთილი და უბოროტო . და არ ვიცი ასე რამ დაგვაუძლურა, რომ ამხელა სიყვარულის მიუხედავად ვერაფრით დავეხმარეთ. ყველა კრიტიკისთვის, ყველა წყენისთვის და ყველა გულის ტკენისთვის მე გიხდი ბოდიშს, რაც შენ და შენს გამო ნუცამ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი შვილია, ამ წლების მანძილზე მიიღეთ. გაცილებით მეტია ადამიანი, ვისაც უყვარხარ და ეს სიყვარული გაგაძლიერებს, მაიკო.
თიკა ჯამბურია: გული გამისკდებაა :(((( შვილზე ძვირფასი არავის არავინ არ ყავს .... ღმერთმა გააძლიეროს და დაიფაროს მაიაა...მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვააა ან დავწეროოო ...საშინელებააააა ყველაზე დიდი საშინელებაა...
ნინი ბადურაშვილი: ღმერთმა ძალა მოგცეს მაია რომ ამ კოშმარს გაუძლო...ნათელში ამყოფოს ნუცას სული უფალმა..
ლევან სუხიტაშვილი: რა საშინელებაა, ძან ცუდად ვარ.. ვაი დედა...
პეტრე კოლხი: მაია, მეც მკვდარი ვარ!
შორენა ბეგაშვილი: მაია ვერ ვჩერდები, ისე ვტირივარ. შენს გვერდზე ვარ და როგორ მესმის შენი
ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.
მაია- ნანუ, ბავშვი რომ წავიდა როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?
მე - ძალიან მენატრებოდა.
- მაგას არ გეკითხები, აი რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო....
მარტო ეს დიალოგი მიტრიალებს თავში ეს ორი დღეა!!!
რატი დურგლიშვილი: ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ. მთელი სულით, შეგნებით, გულით, ჩემს უდიდეს მეგობარს და არამარტო ჩემს მეგობარს, მთელი საქართველოს მეგობარს ვუსამძიმრებ
სოფო ნიჟარაძე: არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვარ დამუნჯებული... ვუთანაგრძნობ მაიას, გაძლებას ვუსურვებ... არავინ არ უნდა გამოცადოს ეს ტკივილი
გია როინიშვილი: ნუცა ნათელშია...... ვდუმვარ... არანაირ სიტყვას აზრი არ აქვს
ნათია ფანჯიკიძე: როცა სულისშემძვრელი ტრაგედია ხდება, ხომ ყველას სტკივდება სისხლი, ვისაც საერთოდ აქვს სისხლი და ადამიანია. ხომ ყველა ვგრძნობთ ამ დროს, თითოეული ჩვენგანი როგორი ახლობლები ვართ სინამდვილეში? ხოდა რატომ იფლანგება ამდენი უძვირფასესი წუთი, დღე, წელიწადი
სიყვარულის ნაცვლად სიძულვილში?
ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი საშინელი ტკივილი.
გადატანის ძალა მისცეს მაია ასათიანს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















