პრემიერ-მინისტრი: შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ
საქართველო, თბილისი - 12:31 | 30.10.2015 ნანახია: 2458
შეუძლებელია, არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმმა და გულგრილობამ, რომელსაც იჩენენ ის პირები, რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილს, ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, გიგა ბოკერიასა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც გუშინ გავრცელდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ზოგადად პოლიტიკის და ქვეყნისა და ხალხის მიმართ.
„ეს ის ხალხია, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემოსტრანტებს, ვინც სასტიკად უსწორდებოდა ოპონენტებს, ვინც არბევდა ტელევიზიებს, მათ შორის „იმედს“ და სხვებს, ვინც წლების განმავლობაში ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა, რომელმაც საქვეყნოდ ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერეს, რომ საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული სტაბილურობა, თითოეული მოქალაქის სიმშვიდე და უსაფრთხოება.
ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოების სამსახურებთან გამართული ოპერატიული თათბირის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციას სრულად ფლობს და აკონტროლებს.
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნების თხოვნით მიმართა.
„ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. პირობას გაძლევთ, ჩვენი სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ საკითხს ბოლომდე, აღკვეთენ ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენის ახელმწიფოს წინააღმდეგ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, მათი უსაფრთხოების, მათი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. მესმის ეს აღშფოთება, რადგან მეც კი მიჭირს ამ საშინელ ქმედებებზე ემოციების გარეშე განცხადებების გაკეთება, მაგრამ დღეს ყველას თავშეკავება გვმართებს. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს - საქართველოშიც და საზღვარგარეთაც - თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზებისგან და მართლმსაჯულების სისტემაზე ზეწოლისგან. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება. მიეცით საშუალება სასამართლოს და მოსამართლეს, მიიღოს დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია.
„მათ კი, ვინც გეგმავს ჩანაწერების მიხედვით დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, მივმართავ კატეგორიულად - კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო და პირადად მე, ვიღებთ პასუხისმგებლობას ვიქნებით გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული - თთოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის. ასევე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას - კარგად დაფიქრდით, რომ არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და არ აღმოჩნდეთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციის, შესაძლო შეთქმულების თანამონაწილენი. ვინც დღეს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას ცდილობს, ვინც ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავს რაიმე პროვოკაციას, ვპირდები, რომ ისინი უმკაცრესად დაისჯებიან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ვერასოდეს დააპირისპირებენ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველოში ვერც ერთი დღეს ვერ დაგეგმავს პროვოკაციას. ასეთი განზრახვის შემთხვევაში, ყველა ადამიანი იქნება გამოვლენილი და უმკაცრესად დასჯილი. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამიტომ, დავდგეთ ამ პროვოკაციებზე, სიძულვილზე მაღლა და ერთად შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















