,,რუსთავი 2“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
საქართველო, თბილისი - 10:39 | 02.03.2017 ნანახია: 1810
,,რუსთავი 2“ დღეიდან უზენაესი სასამართლოს წინ აქციას იწყებს და12:30-დან კვლავ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დღეს ,,რუსთავი 2“ -ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად იკრიბება.
“რაიმე პროგნოზების გაკეთება ახლა ძალიან რთულია გამომდინარე იქედან თუ რა ეტაპები გაიარა ,,რუსთავი 2“ -მა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში. შევხედოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე იმედს ვიტოვებ, რომ დიდ პალატაში აღმოჩნდება მინიმუმ 5 მოსამართლე ისეთი, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე უარს არ იტყვის და ხელს არ მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას. რაც შეეხება აქციებს, ამ ქციის მიზანია კიდევ ერთხელ, უშუალოდ უზენაესი სასამართლოდან შევახსენოთ მოსამართლეებს, თუ რა მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებენ ისინი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვგეგმავთ ამ აქციას, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე პოლიტიკურ სპექტრს, მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით იმისათვის, რომ დავიცვათ საბოლოოდ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ეს რომ იყოს სხვა, რიგითი შემთხვევა, მე დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ჩვენი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდებოდა და გაუქმდებოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა იმდენად რამდენადაც ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არ არის სასამართლო დავა და მიმდინარე პროცესს არაფერი არ აქვს საერთო სასამართლოსთან, ამიტომ რთულია სხვაგვარი გადაწყვეტილებების გამორიცხვაც. მინდა იმედი ვიქონიო, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოიძებნება ხუთი ისეთ მოსამართლე რომელიც მზად არის ხელი მოაწეროს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის განვითარებაზე და მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაზე,“-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















