"საქართველოს პარლამენტართა საზოგადება" "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:35 | 07.03.2017 ნანახია: 1969
საქართველოს პარლამენტართა საზოგადება რუსთავი 2-ის მხარდამჭერ წერილს ავრცელებს. საზოგადოების წერილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ნათელი გახადა ქართული საზოგადებისათვის, რომ დამოუკიდებელი, კრიტიკული მასმედიის შეჩერება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზის შეჩერება.
"საქართველოს პარლამენტართა საზოგადება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს პარლამენტართა სხვადასხვა თაობას, გულგრილი ვერ დარჩება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ არსებული ხელისუფლების პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან. რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულმა ამბებმა ნათელი გახადა ქართული საზოგადებისათვის, რომ დამოუკიდებელი, კრიტიკული მასმედიის შეჩერება არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზის შეჩერება. პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში აშკარა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან ერთად ხელისუფლება ყველანაირად უწყობს ხელს ქვეყანაში შექმნას მართვადი ქაოსი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ქვეყნის გავლენის ზრდას, რომელსაც უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%.
"საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის მიუხედავად, ქვეყანაში, სადაც არსებობს პოლიტპატიმრები, სრულიად აშკარა გახდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლის არარსებობა და მისი უზურპირება ერთპარტიული სისტემის მიერ. სრულიად მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები; არსებული რეჟიმი დაუპირისპირდა, არა მხოლოდ მასმედიის საშუალებებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ტრადიციულ საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, სადაც ის ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას. ბოლო წლებში ხელისუფლების პლიტიკამ გამოიწვია სასამართლო სისტემის კრახი, რისი მაგალითიც არის: რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები სასამართლოს ყველა საფეხურზე და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე უკნასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო (მოსამართლეეების მიმართ სხვადსხვა სახის ზეწოლების განხორციელება და ძალდატანებითი ცვლილებების შეტანა სასამართლოს მუშაობაში და სასამართლოს მოსამართლედ მმართველი პარტიის აქტივისტის განწესება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კორუპციული ეჭვებიც არსებობს);
"ქვეყნის შიგნით არსებული სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფისა და ჩამოშლის ფონზე ქართულ საზოგადოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტების და საერთაშრისო სასამართლო ორგანოების მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადების შემდგომი განვითარებისათვის ბრძოლის გზაზე.
"ჩვენ, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება მოგმართავთ თქვენ - მხარის დაუჭიროთ რუსთავი 2-ის სარჩელს, რათა შევინარჩუნოთ ტელევიზიის დამოუკიდებელი პოლიტიკა, შევინარჩუნოთ ფართო მასებისათვის კრიტიკული აზრი. ამჯერად რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნება არა მხოლოდ თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის არსებობის გარანტიაა, არამედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლტიკური პროცესების დემოკრატიული განვითარებისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად. სახელმწიფოს მიერ მიღებული ეს უკანონო განაჩენი რუსთავი 2-ის მიმართ შესაძლებელია გახდეს ქვეყანაში მასობრივი პოლიტიკური მღელვარების მიზეზი, რამაც შესაძლებელია მიგვიყვანოს უმართავ ქაოსამდე.
საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
მანანა ჯებაშვილი
ბეჟან ჯავახია
მამუკა გაჩეჩილაძე
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















