რატომ აღარ საუბრობს კახა კუხიანიძე სიყვარულზე და როდის თქვა მან უარი ცუდ ცხოვრებაზე?!
საქართველო, თბილისი - 17:54 | 14.03.2017 ნანახია: 6366
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ შოუბიზნესში არასახარბიელო ვითარებაა, მომღერლების გარკვეული ნაწილი იმედს არ კარგავს და შემოქმედებითად აქტიურობენ. პრინციპში, ეს ასეცაა, შემოქმედი ადამიანი თავის გასაკეთებელს ყოველთვის აკეთებს, არ შეჩერდება და ცდილობს, თავის თაყვანისმცემლებს რაც შეიძლება მეტი სიახლე შესთავაზოს. „ეს არის შენი სამყარო და ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობ“, - ამბობს კახა კუხიანიძე და მიიჩნევს, რომ თავად ბედნიერია.
„პრაიმნიუსჯორჯია“ კახა კუხიანიძეს იმ ახალ სიმღერასა და კლიპზე ესაუბრა, რომელიც მომღერალმა სულ ახლახანს ჩაწერა და თვის ბოლოს დღის სინათლეს იხილავს.
კახა კუხიანიძე: ჩემი ახალი სიმღერა ლირიკულია, ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა. გავითავისე ეს ულამაზესი მელოდია, რომელიც განსხვავებულია, სხვას არ გავს. ეს არის სიმღერა, რომლის დეფიციტიცაა მსოფლიოში. ნამდვილად სანატრელია მომღერლებისთვის, რომ ასეთი კარგი სიმღერა ჰქონდეთ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაიკოს.
ტექსტი ვის ეკუთვნის?
თექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის. ტექსტიც ისე მოუხდა და მოერგო ამ სიმღერას, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. ზოგისთვის შეიძლება ბანალური იყოს სიყვარულის თემა, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის, რადგან სიყვარული არის ადამიანების მამოძრავებელი ძალა. რაც შეეხება, აკომპანიმენტს, ის პაატა ანდრიაძეს ეკუთვნის.
სიყვარულზე ისე საუბრობთ, რომ მგონი შეყვარებული ხართ.
ამ კითხვისგან თავს შევიკავებ, რადგან ძალიან ცუდად მაქვს დაცდილი. რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ ცუდად დამიტრიალდა უკან.
სიმღერას რა ჰქვია?
სიმღერას ჰქვია „შენამდე“, რომელზეც გადავიღე კლიპი და მარტში გავაკეთებ სატელევიზიო პრემიერას.
კლიპთან დაკავშირებით რას გვეტყვით, სად გადაიღეთ?
მარიკა ქურდუბაძეს, რამაზ გუნავას და გიგი თევზაძეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან მათ იმუშავეს კლიპზე. გადაღებები მიმდინარეობდა, გორის ავტობანზე, კერძოდ ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. მთლიანობაში ძალიან ლამაზი გამოდის.
კლიპის შინაარსზე რას გვეტყვით, თქვენზეა აქცენტები გაკეთებული თუ?
მხოლოდ ჩემზეა აქცენტი გაკეთებული და ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი და კარგი პროდუქტი გამოვიდა.
კახა, ბევრი თქვენი კოლეგისგან მსმენია, რომ რა აზრი აქვს კლიპის გადაღებას დღეს, როდესაც შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. თქვენ რას იტყვით ამ მოსაზრებაზე?
სხვათაშორის მეც მქონია ანალოგიური მოსაზრება, მაგრამ იმდენად შენი ცხოვრებაა ეს და ამავდროულად მოვალეობა, რომ უნდა გააკეთო. ეს არის შენი სამყარო და ამ ყველაფერს თუ არ აკეთებ ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობ. როცა მივხვდი, რომ ეს ცუდი ცხოვრება არ მინდოდა და უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი, ამიტომ გავაქტიურდი ეს ბოლო პერიოდი. მან შედეგი მაინც გამოიღო. სხვათაშორის, ეს ბოლო წლები უფრო გააქტიურდა ხალხი, ვიდრე გასულ წლებში. ვფიქრობ, რომ შენი საქმე ყოველთვის უნდა აკეთო. რა დააშავა იმ ადამიანმა, ვინც შენი მსმენელია, ვისაც უყვარხარ. მაინც უნდა გააკეთო და არ უნდა გაჩერდე.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















