ვიქტორ დოლიძე - მილიტარისტული ნაბიჯი რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება
საქართველო, თბილისი - 13:00 | 16.03.2017 ნანახია: 2363
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"ეს არის კიდევ ერთი მილიტარისტული ნაბიჯი ოკუპანტის მხრიდან, რომელიც მას ბუმერანგივით დაუბრუნდება. გზების გადაკეტვა, სამხედრო აღმშენებლობა არ არის ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი,"-განაცხადა დოლიძემ. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე მტკიცე ნაბიჯებს დგამს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა აქვს.
ეს განცხადება ვიქტორ დოლიძემ ბათუმში გააკეთა, სადაც დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში შენგენის ზონაში გამგზავრებისთვის მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით იქნებიან ინფორმირებულები.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლაზე გუშინ განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. "მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთები უახლოეს მომავალში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდება. სეპარატისტული რეჟიმის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული შეთანხმება რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაუგზავნა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















