25 მარტს, გამოფენა-ფორუმი „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“ გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:36 | 24.03.2017 ნანახია: 1536
25 მარტს, 18:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA TBILISI) „გერმანია - საქართველო 2017 წლის ფარგლებში“ მოეწყობა გამოფენა-ფორუმი, სახელწოდებით „არქიტექტურა - დროსა და ადამიანებს შორის გადებული ხიდი“.
ღონისძიება ეძღვნება გერმანული დასახლებების 200 წლის იუბილეს კავკასიაში.
აღნიშნული საიუბილეო თარიღი, UNESCO–ს გენერალური კონფერენციის 38-ე სესიის გადაწყვეტილებით, შევიდა იმ თარიღთა სიაში, რომლებიც 2016-2017 წლებში UNESCO–ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შენობა-ნაგებობების არქიტექტურული ნიმუშების ფოტო-მასალა, რომლის შექმნაც უკავშირდება გერმანული დასახლებების ჩამოყალიბებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საარქივო საილუსტრაციო ფოტო-ვიდეო მასალების ჩვენება, რომლებიც ასახავენ გერმანულ დასახლებებში სამშენებლო საქმიანობის განვითარებას.
გამოფენას გახსნის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის დირექტორი - მარიტა რიდელი.
პროექტს ახორციელებს GIZ პროგრამა კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში არქიტექტორ და მშენებელ ქალთა გაერთიანებასთან: „ქალები აშენებენ კავკასიას“ თანამშრომლობით.
გამოფენის პარალელურად გაიმართება დიალოგ-ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები და არქიტექტორ-მშენებლები წაიკითხავენ მოხსენებებს გერმანელების მიერ დატოვებულ კვალზე არქიტექტურასა და მშენებლობის განვითარებაში, საქართველოში გერმანული დასახლებების ტურისტულ პოტენციალსა და მის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, ენერგო ეფექტურობის ინჟინერთა გაერთიანება და სხვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალის გამოცემა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















