გიორგი ჭუმბურიძე: მიბაძვითი პოლიტიკა საქართველოსთვის დამღუპველია
საქართველო, თბილისი - 12:55 | 05.04.2017 ნანახია: 3628
მიბაძვითი პოლიტიკა საქართველოსთვის დამღუპველია, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კოორდინაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე.
მისი თქმით, ქართულ თვითმყოფადობას მხოლოდ მართლმადიდებლური და ცენტრისტული მიმართულება გადაარჩენს.
„ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ვერ ვივლით იმ ზომის ჩექმით, რომელიც მოგვიჭერს, ან ძალიან დიდი გვექნება. ვიზალიბერალიზაცია კარგია, არა მხოლოდ შენგენის ქვეყნებთან, არამედ კარგი იქნებოდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეგვეძლოს უვიზოდ მოგზაურობა. ბევრ პლუსზეც შეიძლება საუბარი და ბევრ მინუსზეც. ჩვენ გვინდა უარვყოთ ჩვენი რელიგია და ტრადიციები და როგორ გვინდა თავი გავაცნოთ ევროპას - ერმა, რომელიც ევროპა უნდა დავარწმუნოთ რომ თქვენნაირები გავხდებითო, თუ როგორც თვითმყოფადმა ერმა?! “აისო” სტანდარტები კარგია, მაგრამ არავინ გამოგვიყოფს მილიარდებს, თუნდაც "ხბოშუბლას" გადამუშავებაში. ამიტომ, სწორხაზოვნად, ერთი მიმართულებით სიარული და მიბაძვითი პოლიტიკა საქართველოსა და ქართველებისთვის დამღუპველია. ვიცით რომ, ამ პოლიტიკით ვაღიზიანებთ მსოფლიო დონის სხვა მოთამაშეს, რომელ ქვეყანაშიც მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და ტვირთბრუნვით, თანხების შემოდინებით, ბიზნეს დაინტერესებით, ჩვენზე მორგებული ბაზრით, სხვა ქვეყნებს ხუთჯერ აჭარბებს”, - აცხადებს ჭუმბურიძე და აღნიშნავს, რომ არ გვჭირდება თავის მოტყუება და იმის მტკიცება, რომ ცნობილი სახალისო ამოცანა - „ჩვენზე არ მუშაობს“ - როდესაც ერთმანეთის შესახვედრად ერთდროულად დაიძრნენ კუ და კურდღელი. რომელი უფრო სწრაფად შეხვდება მეორესო?
„ჩვენი თვითმყოფადობიდან გამომდინარე, კუს ნაბიჯებით წავალთ და წარმატებას ვერ მივაღწევთ და სამშობლოსაც „ფუკაში“ დავკარგავთ“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კოორდინაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჭუმბურიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















