შავ ზღვაში ჩაძირულ გემზე ერთი საქართველოს მოქალაქეა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საქართველო, თბილისი - 14:16 | 19.04.2017 ნანახია: 1432
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.
„პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში ჩაიძირა 2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. ნოვოროსისკის სამაშველო სამსახური ადასტურებს, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე გადარჩენილია, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ბოცმანია. გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















