როდესაც რუსეთი გიცნობს, იქ უკვე ბევრი ქვეყნის კარი გაქვს ღია - დათუნა მგელაძე
საქართველო, თბილისი - 16:07 | 20.04.2017 ნანახია: 5524
ეკრანზე გამოჩენისთანავე დათუნა მგელაძემ მალე დაიპყრო თაყვანისმცემლების გული. მსმენელმა მალევე შეიყვარა. მისი სიმღერები ჰიტებად იქცა. მომღერალი ქართულ შოუბიზნესში არსებულ მდგომარეობას განიცდის, თუმცა ამ ყველაფერს არ უშინდება და შემოქმედებით მოღვაწეობას აქტიურად განაგრძობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ფარხმალს არ ყრის და ცდილობს, ბევრი სიახლე შესთავაზოს მსმენელს. მოსკოვშიც წავიდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა. ამბობს, რომ სათანადოდ არ იყო მომზადებული.
სად არის, რას აკეთებს და აპირებს თუ არა ისევ რუსეთში დაბრუნებას, დათუნა მგელაძე ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრაიმნიუსჯორჯიას“ესაუბრება:
მოსკოვში წავედი, რადგან კონტაქტი დამემყარებინა ბევრ ადამიანთან. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთში გავემგზავრე.
რატომ ჩამოხვედით საქართველში?
ჩამოვედი, რადგან ჩამეწერა სიმღერები, გადამეღო კლიპი და მოვმზადებულიყავი. როდესაც მოსკოვში წავედი მზად არ ვიყავი, თუმცა არცერთი წუთით არ ვნანობ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, იქ უზარმაზარი ბაზარია, სხვა მოთხოვნებია, ჩვენგან გასხვავებით სრულიად სხვა მუსიკას უსმენენ, და ამას ადაპტაცია სჭირდებოდა. ახლა უკვე ვიცი, რა გავაკეთო და როგორ უნდა მოვიქცე.

შენთვის მისაღებია რუსული ესტრადა?
საერთოდ, სადაც მიდიხარ იქაური ქუდი უნდა დაიხურო. თუ გინდა, რომ დიდ ბაზარზე გახვიდე და შენი სახელი და გვარი გაიგოს სრულიად რუსეთმა, საჭიროა იქ ყოფნა. როდესაც რუსეთი გიცნობს, იქ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კარი გაქვს ღია.
გინდათ თქვათ, რომ თუ რუსეთში ხარ პოპულარული, მსოფლიო ბაზარზე გასვლის შანსი გეძლევა?
დიახ, დიდი შანსია. ფულია დიდი და რეალიზაციას უკეთებ საკუთარ თავს.![]()
3 წელი იყავით მოსკოვში. ამ ხნის განმავლობაში თქვენით არავინ დაინტერესებულა?
რა თქმა უნდა, იყო დაინტერესება. 3 პროდიუსერი მყავდა, ოღონდ კონცერტის პროდიუსერები იყვნენ, რომლებიც დგამდნენ კონცერტებს და სანაცვლოდ თავის ჰონორარს იღებდნენ. იქ ლამაზი თვალების გამო, არავინ ხდება შენი პირადი პროდიუსერი. უნდა შესთავაზო გარკვეული პროდუქცია, ყველაზე მიზერულს ვამბობ, რომლის გაკეთებაც იქ ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ტყუილად ჯდომას, ვამჯობინე აქ ჩამოსვლა. მინდა ჩავწერო რამდენიმე რუსულენოვანი სიმღერა, გადავიღო კლიპი და უკვე მომზადებული წავიდე. შენი ქართული სიმღერა იქ არავის სჭირდება.
მოსკოვში ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი წარმატებით მოღვაწეობს. მათი მხარდაჭერა თუ გიგრძვნიათ?
არავის დახმარება არ გაუწევია და პრინციპში არც მითხოვია. ჩემი მოთხოვნა იყო ის, რომ ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა.
ახლა რას აკეთებთ?
3 ახალი სიმღერა ჩავწერე, ვიდეოც გადავიღე და არ ვჩერდები. არავის ვუყურებ, აქტიურად ვმუშაობ.
ქართულ შოუბიზნესში არსებული მდგომარეობა თქვენზე არ მოქმედებს? თუნდაც ის, რომ ამ სფეროთი არავინ ინტერესდება. ამ ყველაფრის მიმართ პრეტენზია არ გიჩნდებათ?
ბევრ რამეზე მაქვს პრეტენზია და ამაზე რომ ვისაუბროთ დილამდე ვერ მოვრჩებით. ყურადღებას არ აქცევენ არც მსახიობებს, არც მომღერლებს. ცუდი სიტუაციაა ნამდვილად, მაგრამ მე როგორც მომღერალი არ ვჩერდები, ეს სიტუაცია არ მაფერხებს. ვმუშაობ საკუთარ თავზე, რეპერტუარზე და უფრო სხვა გათვლები მაქვს.
სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, დატოვებთ თუ არა საქართველოს სამუდამოდ და თუ გააგრძელებთ მოღვაწეობას მოსკოვში?
სამუდამოდ ჩემს ქვეყანას ვერ დავტოვებ, თუმცა არამგონია ვინმემ ისეთი კონტრაქტი დამიდოს, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოსვლა ამიკრძალოს. თუ ვინმე მსგავს რამეს შემომთავაზებს, უარს და ერთ-ორ ლამაზ შესაქებ სიტყვასაც მიიღებს.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

პოლიტიკა
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















