“სუფთად ევროპისკენ” - დასუფთავების აქციის კვირეული
საქართველო, თბილისი - 16:35 | 20.04.2017 ნანახია: 1205
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში მოლი ლიენთან ერთად, „სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო დასუფთავების აქციის კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. გიგლა აგულაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კამპანიაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა, რაც მათი საცხოვრებელი ადგილების, მიმდებარე ტერიტორიებისა თუ წინასწარ შერჩეული ლოკაციების დასუფთავებას ითვალისწინებს.
გიგლა აგულაშვილმა მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების კუთხით გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკაც გააცნო. მიმდინარე წლის 1-20 აპრილის მონაცემებით გამოვლენილია გარემოს დაბინძურების 151 შემთხვევა, აქედან:
- მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლი) - 129 ფაქტი;
- სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლი) - 5 ფაქტი;
- შლამისებრი ნივთიერებებით - ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება (ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლი) - 1 ფაქტი;
- ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (ნარჩენების მართვის კოდექსის 34-ე მუხლი) - 2 ფაქტი;
- მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა (ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლი) - 12 ფაქტი;
- სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლი) - 2 ფაქტი.
გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქის მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და ქალაქ თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები.
ხოლო, რეგიონებში, ასევე 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
„სუფთად ევროპისკენ“ - კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ. აქციას ასევე მოხალისეები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები შეუერთდებიან. დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება. 464 ლოკაციის დასუფთავებაში ჯამში 22 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
კამპანიის მხარდამჭერებია შვედეთის განვითარების სააგენტო; „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველი“; საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“; „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებს ქსელი (CENN).
კამპანიის ფარგლებში, 26 აპრილს, გარემოს დაცვის მინისტრი და შვედეთის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კონკურსს გამოაცხადებს თემაზე:
- სუფთა რეგიონი
- სუფთა ქალაქი
- სუფთა მუნიციპალიტეტი
- სუფთა სოფელი
- სუფთა ქუჩა
- სუფთა ეზო
კონკურსის შედეგები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდება.
კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















