ლია მუხაშავრია: თუ ნიკა გვარამია დარჩება უმუშევარი, მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება და არც იურისტთა საზოგადოებას დააკლდება რამე
საქართველო, თბილისი - 10:33 | 04.11.2015 ნანახია: 2248
თუ ნიკა გვარამია დარჩება უმუშევარი, დიდად არ შევწუხდები, რადგან მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, - განაცხადა ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” ინტერვიუში უფლებადამცველმა, ლია მუხაშავრიამ.
მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მესაკუთრის ცვლილებით, რადგან მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება
”არ ვფიქრობ, რომ რაიმე არსებითად შეიცვლება, რადგან მესაკუთრის ცვლილება ტელევიზიაში არ ნიშნავს, რომ ჟურნალსიტებს სამსახურიდან დაითხოვენ, განსაკუთრებით იმ გამოცდილებულ პროფესიონალებს, რომლებიც საკმაოდ ბევრი ჰყავს ამ კომპანიას. ძალიან კარგად მესმის, რომ მათი კვალიფიკაციისა და პროფენსიონალიზმის გათვალისწინებით, აღდგენილი მესაკუთრე არ შეეცდება მათ სამსახურიდან გაშვებას. გენერალური მენეჯრის შეცვლით, არა მგონია „რუსთავი2“ ძალიან დაზარალდეს, რადგან ნიკა გვარამია ტელევიზიის სფეროში პროფესიონალი არ ყოფილა, ისე გახდა გენერალური მენეჯერი და მოვალეობას „წარმატებით“ ართმევდა თავს. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ამ არხზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ პროფესიონალები და ისინი ჩამოყალიბდნენ ისეთ გუნდად, რომელსაც გენერალური მენეჯერის ცვლილება არ ეტყობა ხოლმე და არც ახლა შეეტყობა.
შეიძლება, სარედაქციო პოლიტიკაც მცირედ შეიცვალოს, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან თვალში საცემი. თუ, ნიკა გვარამია დარჩება უმუშევარი, დიდად არ შევწუხდები, რადგან მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება და არც იურისტთა საზოგადოებას დააკლდება რამე. რაც ეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, არც ამ კუთხით შეიცვლება არაფერი, როგორი ჭაობიც გვქონდა, ისეთივე ჭაობში ვიქნებით. ამ წლის განმავალობაში მოვლენების დაჩქარებას არ ველოდები, ვიდრე საარჩევნო მარათონი არ დაიწყება”, - განაცხადა ”პრაიმნიუსჯორჯიასთან” ინტერვიუში მუხაშავრიამ.
.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















